მადრიდის "რეალი" უდავო ფავორიტია

1904 წლიდან მოყოლებული ესპანურ ფეხბურთში ახალი საფეხბურთო კლუბები ჩნდებოდა, მათ შორის იყო "მალაგაც". ეს გუნდი ბევრჯერ დაშლის პირასაც იდგა, მათ ასეთ მდგომარეობას გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები, მცირე კაპიტალი და ბევრი წვრილმანი პრობლემები განაპირობებდა. რამოდენიმე წლის განმავლობაში საერთოდ აღარ გამოჩენილა ეს გუნდი საბრძოლო არენაზე, მაგრამ საბოლოოდ გადარჩა და არსებობას დღესაც განაგრძობს. ამ გუნდმა სახელი ძალიან ბევრჯერ შეიცვალა და მხოლოდ 1994 წელს დაერქვა "ს.კ მალაგა". ამ კლუბმა სამეფო კლუბის წინააღმდეგ სულ 16 შეხვედრა გამართა, აქედან თორმეტი მადრიდელების სასარგებლოდ დასრულდა, ხოლო 4 მათგანში ყაიმი დაფიქსირდა.


ამ გუნდების პირველი შეხვედრა 1999|00 წლებში გაიმართა, ის მატჩი მალაგაში, "ლა როსადელაზე" შედგა და ფრედ დასრულდა. მას შემდეგ ბევრი თამაში ჩატარდა, მაგრამ მადრიდელებს ამ გუნდთან ქულები აღარასდროს დაუკარგავთ, არც "ბერნაბეუზე" და არც "როსადელაზე".

ჩატარებული 16 მატჩიდან, 12 სამეფო კლუბის გამარჯვებით დასრულდა, 4 კი საყაიმო ანგარიშით. ეს მაინც არადამაკმაყოფილებელი შედეგია, განსხვავებული და 90%–იანი რეზულტატი კი "სანტიაგო ბერნაბეუზეა" დაფიქსირებული. ბოლოს, "მალაგამ" 2001|02 წლებში მოიპოვა ქულა მადრიდში, ის შეხვედრა 1–1 დასრულდა. იმ მატჩში მადრიდელთაგან თავი "მალაგას" ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ფერნანდო სანცმა გამოიჩინა. ამ დღიდან მოყოლებული, ყველა დანარჩენი შეხვედრა "თეთრების" ტრიუმფით დასრულდა.

ამ ორი გუნდის გატანილ გოლთა საერთო მონაგარი 56 უდრის, აქედან 36 მადრიდისტების ანგარიშზეა. ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში 2000|01 წლებში გაიმართა, ის მატჩი მადრიდელებმა 4–3 მოიგეს. ანდალუსიურმა კლუბმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია მადრიდულ გიგანტს, მაგრამ 75–ე წუთზე ივან ელგერას გოლმა ამ შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა.

არგენტინელი პიპიტასთვის ერთ–ერთი საუკეთესო შეხვედრა 2008|09 წლების სეზონში გაიმართა, ის თამაშიც 4–3 მოიგეს მადრიდელებმა, დედაქალაქელები თამაშით ვერ დაიკვეხნიდნენ, მაგრამ რაც მაშინ იგუაინმა შეძლო, ეს განსკუთრებულ მოვლენად იქცა. ოთხივე გოლი გონსალოს ანგარიშზეა, ეს მართლაც დაუვიწყარი შეხვედრა იყო, სწორედ აქედან იწყება გონსალო იგუაინის ხანა მადრიდის "რეალში".


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

ავტორი: Kevlisha
dle 10.1

  • kevlisha
  • 22 იანვარი 2010
  • 1821
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)