ზიდანი:„ლა ლიგაში ბევრი ტაქტიკა გამოიცდება“

ზინედინ ზიდანმა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა...


„ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა, რომელიც გოლად უნდა გარდასახულიყო, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში მოვიკოჭლეთ. მიხარია, რომ გაგვიმართლა და 3 ქულას დავეპატრონეთ.“

„„ლას პალმასის“ ფეხბურთელები ძალიან ბევრ გადაცემას აკეთებდნენ, ცდილობდნენ ბურთის კონტროლს და აგრესიულ შეტევას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ „რეალმა“ დამსახურებულად გაიმარჯვა, ვინაიდან უფრო ეფექტური იყო.“

„მეორე ნახევარში ტემპი დავაგდეთ და დავისაჯეთ კიდეც, თუმცა ფეხბურთელებმა მაინც ბოლომდე იბრძოლეს. ლა ლიგაში ბევრი ტაქტიკა და მიდგომა იქნება გამოცდილი.“

„ახლა ჩემპიონთა ლიგაზე არ ვფიქრობთ, ვინაიდან ლა ლიგის მატჩების ეპოქაა, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ ესპანეთში შანსი მინიმალურია, აქედან გამომდინარე ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ.“

„არბელოას თამაშით კმაყოფილი ვარ. ესპანელი მოედანზე დიდი ხანია არ გასულა, აქედან გამომდინარე, შანსი მივეცი, რომელიც გამოცდილმა ფეხბურთელმა სათანადოდ გამოიყენა.“ dle 10.1

  • Hala
  • 14 მარტი 2016
  • 4513
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)