"რეალი" ზაფხულში აზიურ ტურნეს გამართავს

საკმარისი იყო ფლორენტინო პერესს კლუბის პრეზიდენტის პოსტი კვლავ დაეკავებინა,რომ "რეალი" კვლავ აზიურ ტურნეში აპირებს გამგზავრებას ზაფხულში.ფლორენტინო აზიელებს უკვე ახალ გალაქტიკოს წარუდგენს.


მათ წინაშე კაკა,რონალდო,ბენზემა,ხაბი ალონსო და შეიძლება რიბერიც წარსდგეს.ესპანური გამოცემა "AS" -ის ცნობით,კლუბი თითო თამაშში შვიდ მილიონ ევროს მიიღებს.

"რეალი" აზიაში 2005 წლის შემდეგ არ ყოფილა.მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობას საკმაოდ მაცდუნებელი წინადადებები უდევთ მაგიდაზე,მათ სავარაუდოდ მოუწევთ,იაპონიასა და ჩინეთში თამაში.ასევე შემოთავაზებებია ინდოეთიდან,ვიეტნამიდან და პაკისტანიდან.კლუბი ყველა შემოთავაზებას საგულდაგულოდ სწავლობს და გადაწყვეტილებას მალე მიიღებს,თუმცა ცნობილია რომ კლუბი ზაფხულში აზიას აუცილებლად ესტუმრება.

ამ მომენტისთვის ზუსტად შეიძლება ითქვას რომ 2010 წლის 8 აგვისტოს მადრიდელები ამხანაგურ შეხვედრას პეკინში გამართავენ.პრომოუტერულმა კომპანიამ Great Gate Sports & Entertainment-მა ასევე სამეფო კლუბთან შეთანხმებას მიაღწია მეორე თამაშის გამართვის შესახებ.თუმცა მატჩის ჩატარების დრო და ადგილი უცნობია.ეს შეიძლება ტაივანი იყოს,თუმცა ტაივანელები მადრიდელებს მხოლოდ 3 მილიონ ევროს უხდიან,როდესაც ტოკიო ესპანელებს ყოველ გამართულ მატჩში 7 მილიონ ევროს პირდება.კლუბი იაპონელების ვარიანტს უფრო რეალურად განიხილავს და სავარაუდოდ სწორედ იქ გამართავენ მატჩებს. dle 10.1

  • raul777
  • 22 იანვარი 2010
  • 1921
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)