კაკა: გუარდიოლა რჩება?მე პელეგრინის დარჩენას შევთავაზებდი

ალბანეთში პრესკონფერენციაზე ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ისაუბრა,ტირანაში მისი გუნდის ჩამოსვლაზე,მის ყოფილ კლუბზე და მეგობრებზე


თქვენ "მილანის" რიგებშიც სტუმრობიდით ალბანეთს,ეხლა "რეალში" თამაშობთ და აქ ხართ,რა შეიცვალა მას შემდეგ?

მე ბედნიერი ვარ ალბანეთში დაბრუნებით.მე "მილანთან" ერთად ვიმყოფებოდი აქ,გულშემატკივრები საკმაოდ თბილად გვეპყრობოდნენ.ეხლაც ესეა.კმაყოფილი ვარ.

თქვენ გაიხსენეთ თქვენი ძველი კლუბი,როგორ ფიქრობთ კარგად მისდის "მილანს" საქმეები?

ამ მომენტისთვის "მილანი" ძალიან კარგ ფორმაშია.მე თვალყურს ვადევნებ იქ განვითარებულ მოვლენებზე,როსონერიში მე ბევრი მეგობარი დავტოვე.ჩვენ კვლავ გვაქვს უძლიერესი რონალდინიოს ხილვის საშუალება,რომელმაც ოპტიმალური ფორმა დაიბრუნა.მაგრამ მე ეხლა მადრიდში ვარ,აქ ვთამაშობ და ჩემთვის აქაური ამბები უფრო მნიშვნელოვანია.მე ძალიან გახარებული ვარ,რომ მომეცა საშუალება ამ კლუბში გადმოვსულიყავი.

დღის მთავარ თემას შევეხები:"ბარსელონამ" მოიწვია პრეს-კონფერენცია,სადაც სურვილი გამოთქვეს გუარდიოლასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე,თუმცა კონტრაქტზე ხელი ჯერ არ არის მოწერილი.თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?

ეს ფაქტი ჩვენ არანაირად არ გვაღელვებს.ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა თუ ჩვენს მწვრთნელს გაუხანგრძლივებდნენ კონტრაქტს.ჩვენ საკუთარ გუნდზე უნდა ვიფიქროთ და არა მოწინააღმდეგეზე.

როგორ გრძნობთ თავს ტრამვის შემდეგ?

უკეთესად.მე ვხედავ თამაშის გაუმჯობესებას ბევრ ასპექტში.ამჟამად მე თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ.ნელ-ნელა მე უახლოვდები ოპტიმალურ ფორმას.

როგორ დაახასიათებდით თქვენს ურთიერთობას კრისტიანო რონალდოსთან? ( პრეს-კონფერენციას ესწრებოდნენ მანუელ პელეგრინი და კრისტიანო რონალდო)

ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.მე და რონიმ კარგად გაუგეთ ერთმანეთს,ხშირად ვხუმრობთ და ვერთობით ერთად.საერთო ჯამში ჩვენ კარგი მეგობრები ვართ.თანაც ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობთ,ასე რომ ერთმანეთის ხუმრობებს უფრო კარგად ვიგებთ.

ინფორმაციის წყარო: realmadrid.ru dle 10.1

  • raul777
  • 22 იანვარი 2010
  • 2466
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)