ხაბი ალონსო:"მეც და სამეფო კლუბიც პროგრესს განვიცდით"

ხაბი ალონსომ ინტერვიუ "Realmadrid.com"-ს მისცა, სადაც გუნდის განვითარების გზასა და კლუბში საკუთარ ფუნქციაზე ისაუბრა...


თქვენ უფრო კარგად თამაშობთ, ვიდრე მადრიდის "რეალი" ?

"არა. მე მაშინ ვგრძნობ თავს კარგად, როდესაც გუნდი კარგად თამაშობს. ვფირობ გაცილებით მეტი ამბიცია გვაქვს, განსხვავებით იმისა რაც ერთი შეხედვით ჩანს. ეს არის მსოფლიოს საუკეთესო კლუბი, რომელსაც განვითარება ესაჭიროება, ჩვენ კი ამ მისიის შესასრულებლად ყველაფერს გავაკეთებთ."

ბერნაბეუ ყველაზე ლამაზი არენაა, სადაც კი გითამაშიათ?

"ვფიქრობ ეს მართლაც ასეა, მე მსოლფიოს ერთ–ერთ საუკეთესო არენაზე ვთამაშობ. მე და სამეფო კლუბი ერთდროულად ვპროგრესირებთ. თავს გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ, ვიდრე სეზონის დასაწყისში ვიყავი. გუნდი გაცილებით კარგადაა დაბალანსებული, ჩვენი თამაში შეტევაშიც და დაცვის ხაზშიც გამოსწორდა, მაგრამ ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის, უფრო მეტი შეგვიძლია."

ალბათ გახსოვთ კაკას საუკეთესო ფორმა...

"დიახ, კარგად მახსოვს, მაგრამ ეს "მილანში" იყო... იმედი მაქვს მისი ფორმა სამეფო კლუბშიც პიკს მიუახლოვდება. ბრაზილიელი მშვენიერ ფიზიკურ კონდიციებშია, მისგან გაცილებით მეტს ველით."

კრიშტიანო რონალდო უკეთეს ფორმაშია?

"იგი კარგად თამაშობს, მაგრამ მას უფრო მეტი შეუძლია. რონალდო მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვიმედოვნებ ის უფრო მოუმატებს თამაშის ხარისხს."

ხაბი ალონსო:"მეც და სამეფო კლუბიც პროგრესს განვიცდით"

გუნდს სწრაფი თამაში შეუძლია?

"ჩვენი გუნდი მშვენიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რა თქმა უნდა შესაძლებელია სწრაფი და ლამაზი თამაშის ჩვენება. ჯერ–ჯერობით სასურველ ფორმასთან ახლოსაც არა ვართ, მაგრამ იმედია ყველაფერი კარგად იქნება."

"ბილბაოში" განცდილი მარცხის შემდეგ დაისვენეთ. გონს მოგება მოახერხეთ?


"ზოგ მომენტში კარგად გამოგვდის თამაში, ზოგჯერ კი საერთოდ ვერ ვთამაშობთ, ჩვენ სტაბილურობა გვაკლია. "თეთრებში" ბევრი პრობლემაა, მაგრამ მათი გამოსწორებისთვის ბევრი გზაც არსებობს. იმედი მაქვს ერთ–ერთი მათგანი კარგად მოგვერგება და ყველა კმაყოფილი დარჩება."

თქვენი გუნდი პროგრესს განიცდის, როგორ ფიქრობთ წარმატების მიღწევის კარგი შანსები გაქვთ?


"აშაკარაა, რომ თამაშის ხარისხი გამოვასწორეთ, მაგრამ ამ მომენტში მთავარი შედეგია, რის ნაკლებობასაც განვიცდით. გუნდში აღსანიშნავია დაცვითი ხაზის მოქმედებანი, მათი თამაშის ცქერა გაცილების უფრო სახალისოა. წარმატების იმედი ნებისმიერ მომენტში აქვს ადამიანს, მაგრამ ცივი გონებითაც რომ ვიმსჯელოთ, ყველა აღიარებს სამეფო კლუბის შანსებს. ჩვენი მთავარი მიზანი სტაბილურობის მოპოვებაა, თუ ეს მოვახერხეთ ყველაფერი კარგად იქნება."

ფეხბურთის ყურება გირჩევნიათ, თუ რაიმე სხვა სპორტის ცქერას ანიჭებთ უპირატესობას?

"ტელევიზორთან მისასვლელად დრო არ მრჩება, ამიტომ მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებებით ვკმაყოფილდები. თავისუფალ დროს კი რა თქმა უნდა ოჯახის წევრებთან ვატარებ. ძალიან მიყვარს ფეხბურთის ყურებაც, ეს სპორტი ჩემი ცხოვრებაა, ამის გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია."
ხაბი ალონსო:"მეც და სამეფო კლუბიც პროგრესს განვიცდით"

რა გირჩევნიათ, რამდენიმე გოლი გაიტანოთ, თუ 30 შედეგიანი გადაცემა გააკეთოთ?

"ორივე ძალიან მნიშნველოვანია, მაგრამ უფრო შედეგიანი გოლის გატანაა. ისე კი ჩემი უმთავრესი მოვალეობა თანაგუნდელების პასებით მომარაგებაა, ასე, რომ გადაჭრით არჩევა არ შემიძლია, სათამაშო მომენტს გააჩნია."

რომელ ფლანგზე უფრო გიადვილდებათ თამაში?

"ორივე ფლანგზე ერთნაირად ვთამაშობ, მაგრამ რადგანაც მარჯვენა ფეხით უკეთ ვმოქმედებ, ამიტომ მარცხენა ფლანგია საუკეთესო ვარიანტი."

ლასმა განაცხადა, რომ თქვენთან ერთად თამაში ძალიან უადვილდება და დიდ სიამოვნებას ანიჭებს...


"ლასანა ბურთს მშვენივრად აკონტროლებს, მასთან ერთად თამაში დიდი სიამოვნებაა. დიარა დიდი ფეხბურთელია, ჩვენ ერთად ბევრს მივაღწევთ."

ბევრი გოლის გატანის შანსი გქონდათ?

"დიახ, საკმაოდ მაგრამ მადრიდული სადებიუტო გოლის გატანა ვერ შევძელი. იმედი მაქვს გოლს ძალიან მალე გავიტან. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი სიამოვნებაა გოლის გატანა, მითუმეტეს სამეფო კლუბის რიგებში."

ბურთის ფლობა ძალიან მნიშვნელოვანია...

"რა თქმა უნდა, დღევანდელ ფეხბურთში მთავარი კარგი უკანა ხაზი, ბურთის ფლობა და სტაბილურობაა. უბურთოდ წარმატებას ვერ მიაღწევ, მადრიდულ გრანდში კი ისეთი მოთამაშეები ასპარეზობენ, რომელთაც ეს საქმე ყველაზე კარგად გამოსდით."

"მალაგასთან" გამარჯვებით მნიშნველოვან რეკორდს მოხსნით. თქვენი გუნდი საკუთარ არენაზე უდანაკარგოდ ასპარეზობს...


"საკუთარ კედლებში გამარჯვება მოტივაციას გვამტებს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება "მალაგასთან" გამარჯვება, ეს ფსიქოლოგიურად ძალიან დიდ დახმარებას გაგვიწევს."
ხაბი ალონსო:"მეც და სამეფო კლუბიც პროგრესს განვიცდით"

გასვლაზე თამაში რატომ გიჭირთ?

"რაც არ უნდა აფსურდულად ჟღერდეს, ეს მართლაც ასეა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მართლაც ძალიან გვიჭირს გასვლითი შეხვედრების მოგება. მადრიდის "რეალს" ეს არ უნდა უჭირდეს, იმედია ყველაფერი გამოსწორდება."

"მალაგასგან" რას ელით?

"ჩვენი მომავალი მეტოქე საკმაოდ კარგ ფეხბურთს თამაშობს, მათგან დიდ წინააღმდეგობას ველით, მაგრამ ამ მატჩში 3 ქულა ყოველმიზეზგარეშე უნდა მოვიპოვოთ, თუ არა და ჩვენი საჩემპიონო ამბიციები საბოლოოდ უნდა დავივიწყოთ."

კასილასმა განაცხადა, რომ ლა ლიგის მოგებისთვის ბევრი შრომაა საჭირო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 6 თამაშის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც შეგიძლიათ ფინალში თამაში...


"ორივე ტურნირის მოგების შანსი გვაქვს, მაგრამ ამისათვის ბევრი შრომა და მონდომებაა საჭირო. ლა ლიგაში ძალიან ძლიერი კონკურენტი გვყავს კატალონიის "ბარსელონას" სახით, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე პრიმერა დივიზიონის. ჩვენთვის ორმაგი მოტივაციაა ლიგის ფინალის სანტიაგო ბერნაბეუზე გამართვა, ფინალამდე მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ."

გუნდი ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო, ჯერ პეპე დაკარგეთ, შემდეგ კაკა, გარაი, იგუაინი და ბენზემა... ახლა თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, მაგრამ მაინც ვერ აჩვენებთ სათანადო დონის ფეხბურთს...

"ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფეხბურთელების დაბრუნება, მაგრამ მათ ფორმაში ჩადგომა ესაჭიროებათ. ყოველი ჩვენგანისგან განსხვავებით, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მანუელ პელეგრინია, სწორედ მას აკისრია ყველა დიდი მისია..."


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

ავტორი: Kevlisha
dle 10.1

  • kevlisha
  • 21 იანვარი 2010
  • 1963
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)