ზიდანი: "ეს იყო ნამდვილად გუნდური გამარჯვება"

"ლევანტესთან" მოპოვებული 3 ქულის შემდეგ, ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ იგი სამეფო კლუბის თითოეული ფეხბურთელს თამაშით კმაყოფილი არის.


"კმაყოფილი ვარ ყველას თამაშით. ფეხბურთელები მაქსიმალურად გაისარჯნენ და გუნდურად ითამაშეს, რის შედეგადაც გამარჯვება მოვიპოვეთ. საინტერესო მატჩი გვქონდა. ახლა უკვე ვფიქრობ იმაზე, თუ ვინ ითამაშებს "სელტას" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში."

"ვეცდები როტაციას ხშირად მივმართო ლა ლიგაში, რადგან გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც იშვიათად გამოდიან მინდორზე. დღეს სწორედ ასე მოვიქეცი და ძირითადში დავაყენე მოთამაშეები, რომელთაც დიდი დროის გატარება უწევთ სათადარიგოთა სკამზე. ასეთ დროს ყოველთვის ყველაფერი რთულდება, თუმცა დღეს სირთულეებს არ წავაწყდით."

"მინდორზეც და მის ფარგლებს გარეთაც ვცდილობ მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყო და ჩემს ფეხბურთელებსაც ამისკენ მოვუწოდებ. შანსს აგრეთვე აკადემიის ფეხბურთელებსაც მივცემ. ეს იქნება დამატებითი მოტივაცია ამ დროს, რაც მეტოქეს დამატებით საფრთხეს შეუქმნის."

"მინდა აღვნიშნო ლუკას ვასკესის თამაში. იგი ძალიან სწრაფია და აკეთებს დიდ სამუშაოს. ფლანგზე შეტევაშიც დამაკმაყოფილებელია და აგრეთვე დაცვაშიც ახერხებს თანაგუნდელების დახმარებას. ეს ძალიან დასაფასებელია."

"ამ ეტაპზე ძალიან მნისშვნელოვანია ბორხა მაიორალის გაზრდა პროფესიული თვალსაზრისით, რადგან იგი ძალიან ახალგაზრდაა და უკვე სამეფო კლუბის მეორე ცენტრ-ფორვარდის პოზიციას ირგებს."

Realmadrid.com dle 10.1

  • Junior
  • 3 მარტი 2016
  • 5586
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (292)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)