ბექჰემი:„ზიდანს ბენიტესის დაქცეული გუნდის აწყობა მოუწევს“

დევიდ ბექჰემმა რაფაელ ბენიტესი საჯაროდ გააკრიტიკა...


„რაფაელ ბენიტესი არის მწვრთნელი, რომელმაც მადრიდის „რეალი“ დააქცია და ბოლო მოუღო. ვფიქრობ, ზიდანს ძალიან დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევს, რათა კლუბი იმ დონეზე დააბრუნოს, რა დონეზეც კარლო ანჩელოტის და ჟოზე მოურინიოს დროს იყო. ფაქტია, რომ ბენიტესმა გუნდის სათამაშო ფილოსოფია მოსპო, ფეხბურთელებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება არ მისცა და საერთო სიტუაცია არია.“

„მუდმივი ტრავმიანობა სწორედ იმის შედეგია, რომ კოლექტივი ფიზიკური თვალსაზრისით არასწორი გზით ვარჯიშობდა. არ ვიცი რა ხდებოდა პრე-სეზონზე, მაგრამ ფაქტია, რომ ბენიტესის სამუშაომ შედეგი ვერ გამოიღო. მეტიც, ესპანელმა სპეციალისტმა მადრიდისტებს იმედი გაუცრუა და ფატალურ შედეგებამდე მიიყვანა.“

„კრიშტიანო ფორმაში არ არის? ამას ნამდვილად ვერ დავეთანხმები. ასაკის მიუხედავად, რონალდუ გუნდის უდავო ლიდერია, მაგრამ ის, რომ ისეთივე შედეგებს ვერ დებს, როგორსაც წინ წლებში დებდა, სწორედ ბენიტესის ბრალია. რატომ? იმიტომ, რომ მან გუნდი დაცვითი სტილის, კოლექტივად გადააქცია, როდესაც მთავარი დაცვაა და არა შეტევა. „რეალს“ უკან თამაშს ვერასდროს ვერავინ აიძულებს ეს ფაქტა.“

„ფლორენტინო პერესი ჭკვიანი ადამიანია და ვფიქრობ, რომ ზიზუს გუნდიდან არ გაუშვებს, ვინაიდან არსებული სიტუაციის გამოსწორებას დრო სჭირდება.“

„ჩემი აზრით, „ბლანკოსი“ წელს ვერაფერს მოიგებს. ჩემპიონთა ლიგა? შეხედეთ „პსჟ“-ს, „ბარსელონას“, „ბაიერნს“ . მადრიდისტები არ მიწყენენ თუ ვიტყვი, რომ წელს „ბლანკოსი“ კატალონიური კლუბის ძალის ნახევარსაც არ წარმოადგენს.“

„დიდი იმედი მაქვს, ზაფხულში მადრიდული გუნდი დიდ წმენას ჩაატარებს. აუცილებელია, რომ კოლექტივი 5-6 ფეხბურთელისგან გათავისუფლდეს, მათ ნაცვლად კი გუნდში ძლიერი ფეხბურთელები უნდა მივიდნენ, რომლებიც სათანადოდ გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას.“ dle 10.1

  • Hala
  • 28 თებერვალი 2016
  • 4498
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (231)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)