ზიდანი:„მარსელოსთან მიმართებაში სიფრთხილე გვმართებს“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა...


„სამწუხაროდ, ტრავმები თანგვზდევს, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. მარსელოსთან მიმართებაში სიფრთხილეა საჭირო, ბრაზილიელი ხვალ მოედანზე ვერ გავა. მიხარია, რომ პეპე დაგვიბრუნდა და გუნდის დახმარებას შეძლებს, თუმცა ეს „ატლეტიკოსთან“ ვერ მოხდება, მომდევნო თამაშებში დაცვის ბურჯს აუცილებლად ვიხილავთ. გარეთ ბეილის სახით დიდი დანაკლისის ფონზე მოგვიწევს თამაში.“

„ვიცით, რომ ძალიან რთული მატჩი გველის, ეს ხომ დერბია, სადაც ვერასდროს გაიგებ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ შესაძლებლობების გამოვლენას. მეტოქე ძლიერია, მაგრამ ჩვენ ვიცით, როგორ გავიმარჯვოთ.“

„მადრიდის „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის დაპირისპირება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. ეჭვი არ მეპარება, სტადიონი გაივსება და აქტიურ მხარდაჭერას ვიგრძნობთ.“

„ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი 90 წუთის მანძილზე მოწოდების სიმაღლეზე დგომა იქნება. სიმეონეს გუნდთან მოდუნება არ შეიძლება, სხვა შემთხვევაში დაისჯები და ყველაფრის გამოსწორება მოგიწევს. დერბი ყოველთვის დამატებითი მოტივაციაა. უნდა ვიცოდეთ რა გვინდა და ყველაფერს გეგმის მიხედვით მივყვეთ.“

„დანილო სრულყოფილი მოთამაშეა. მიხარია, რომ ბრაზილიელის გაწვრთნა მიწევს. მასსა და კარვახალს შორის დიდი კონკურენციაა და მომავალშიც ასე იქნება. მოედანზე ის ფეხბურთელი გავა, რომელიც კონკრეტული შეხვედრისთვის უკეთ იქნება მზად. მე მჯერა იმის, რომ ორივე მოთამაშე შეძლებს მაქსიმალური შედეგების მიღწევას.“

„კარიმ ბენზემას მნიშვნელობა გუნდისთვის ცალსახაა, მის გარეშე შეტევა ვერ არის ისეთი ეფექტური. ფრანგი ფეხბურთელი „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ასპარეზობას მოახერხებს, ის ჯგუფს დაუბრუნდა და სრული დატვირთვა მიიღო.“

„წინა ტურში დაშვებული შეცდომები გავაანალიზეთ და ვეცადეთ გამოგვესწორებინა. „მალაგას“ პატივს ვცემ, ეს გუნდი მართლაც დასაფასებელია, მაგრამ მერწმუნეთ, „ატლეტიკო“ გაცილებით უფრო ძლიერია გუნდია, ამიტომ დიდი ძალისხმევით, ყურადღებითა და სიზუსტით თამაში გვმართებს.“

„ისკოს ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს, ესპანელს ვენდობი. შუახაზელმა დაცვაში თამაშიც კარგად იცის, რაც ნამდვილად დასაფასებელია. ალარკონთან ინტენსიური საუბრები მაქვს და რჩევებს ვაძლევ, რომელსაც ითვალისწინებს.“

„დერბიში ქულების დაკარგვის შემთხვევაში, ბევრი ჩათვლის, რომ მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგისთვის აღარ უნდა იბრძოლოს, მაგრამ მერწმუნეთ, ჩემი გუნდი ყველა შეხვედრის მოსაგებად იბრძოლებს. დანებებას არ ვგეგმავთ.“

„მე მაქვს ნათელი იდეები, სტრატეგია და გეგმები. ვეცდები „ატლეტიკოს“ დამარცხებას და მორიგი სამი ქულის მოპოვებას, თუმცა ეს „რეალის“ სიძლიერესი საზომი ვერ იქნება. მერწმუნეთ, ჩემი გუნდი პროგრესს განიცდის და ასე იქნება მომავალშიც, ვინაიდან დიდი პერსპექტივა გვაქვს.“

„ვერ გეტყვით, რა ტაქტიკით ვითამაშებთ, ამ ყველაფერს თქვენ ხვალ იხილავთ. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ვიქნებით ძლიერები, ტექნიკურები და სწრაფები.“

„მსურს გამოვყო ბორხა მაიორალის საოცარი პროგრესი, ის იმსახურებს მთავარ გუნდში თამაშს და ხშირად მოხვდება განაცხადში.“

„კარვახალისა და დანილოს ფრთების ცვლა? ამაში განსაკთრებულს ვერაფერს ვხედავ, ისინი კარგად უგებენ ერთმანეთს.“

„ბევრი ფიქრობს, რომ „ატლეტიკო“ უფრო დაღლილია, ვიდრე „რეალი“, ვინაიდან სიმეონეს გუნდმა „პსვ“-სთან დიდი ენერგია დახარჯა და დერბისთვის მოსამზადებლად დიდი დრო არ ჰქონდა. ამაზე ვერაფერს გეტყვით, ხვალ ყველაფერი გამოჩნდება.“

„ჩვენ ჩვენი დადებითი მხარეები და იარაღი გვაქვს, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. მადრიდის „რეალი“ ეცდება შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენას.“

„ხამეს როდრიგესს ვენდობი, უბრალოდ ყოველთვის ვერ მივცემ სათამაშო დროს, ვინაიდან კონკურენციაა. კოლუმბიელი ვარჯიშობს ისე, როგორც საჭიროა, მაგრამ ხშირად დაღლილია, ხშირად უძილო, ასეთი რამ ფეხბურთში ხდება, მაგრამ მხოლოდ დროებითია.“ dle 10.1

  • Hala
  • 26 თებერვალი 2016
  • 3775
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)