პროფილი: კრიშტიანო რონალდუ

გადავხედოთ რონალდუს განვლილ გზას


კრიშტიანო რონალდუ დოს სანტოს ავეირო დაიბადა 1985 წლის 5 თებერრვალს მადეირაში, მისი მშობლები იყვნენ მარია დოლორეს დოს სანტოს ავეირო და ხოსე დინის ავეირო. მისი მეორე სახელი “რონალდო” მას მამამისმა შეურჩია აშშ-ს პრეზიდენტის რონალდ რეიგანის საპატივცემლოდ, რომელიც მამამისის საყვარელი მსახიობი იყო. იგი ყველაზე უმცროსია ოჯახში, ყავს ერთი უფროსი ძმა ჰუგო, და ორი უფროსი და - ელმა და ლილიანა კატია.


CD Nacional


რონალდუს ფავორიტი კლუბი ახალგაზრდობაში იყო ბენფიკა, 8 წლის ასაკში ის თამაშობდა Andorinha-ს ახალგაზრდულ ნაკრებში. 1995 წელს რონალდუ გადავიდ აადგილობრივ კლუბ CD Nacional-ში, საიდანაც, ტიტულის მოპოვების შემდეგ, აღმოჩნდა Sporting CP-ში, რომელმაც იგი ძალიან იაფად შეიძინა

Sporting CP (2001-2003, 25 თამაში , 3 გატანილი გოლი)

რონალდუ შეუერთდა სპორტინგის ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც ვარჯიშობდნენ Alcochete-ში , სპორტინგის საფეხბურთო აკადემიაში. ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში მოახერხა სპორტინგის 16,17,18 წლამდელთა, კლუბის ბ- ნაკრებში და პირველ კლუბში თამაში. მან მმოახერხა ორი გოლის გატანა Moreirense-ს კარში, როცა შედგა მისი დებიუტი სპორტინგის შემადგენლობაში, ამასთანავე იგი ბრწყინავდა უეფას 17 წლამდელთა ჩემპიონატში პორტუგალიის შემდაგენლობაში.


როცა ის იყო 15 წლის , მას გარკვეული პრობლემები აღმოუჩინეს გულის ნორმალურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, რასაც შეეძლო მისი საფეხბურთო კარიერა შეწირვოდა. სპორტინგის დირექტორებმა მას ჩაუტარეს გამოკვლევა და მისი დედის დახმარებით იგი საავადმყოფოში გააგზავნეს, სადაც მას გაუკეთეს ოპერაცია და ამოაჭრეს ის ნაწილი, რომელიც გულის მუშაობას ხელს უშლიდა. ოპერაცია ჩატარდა შუადღისას, ხოლო რონალდუ საავადმყოფოდან მეორე დღეს დილითვე გაწერეს. მან ვარჯიში მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ განაახლა.

ის პირველად ლივერპულის წარმომადგენელმა- ჯერარდ ჰულიერმა 16 წლის ასაკში შეამჩნია, მაგრამ ლივერპულის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ ის ძალიან ახალგაზრდა იყო და მას განვითარება ესაჭიროებოდა, ამასთანავე ის 2003 წლის ზაფხულში მოექცა მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის ყურადღების ქვეშ, როცა სპორტინგმა დაამარცხა მანჩესტერ იუნაიტედი ლისაბონში ანგარიშით 3:1. რონალდუს თამაშმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მანჩესტერის ფეხბურთელებზე, რომლებმაც ფერგიუსონს მისი გადმოყვანა ურჩიეს.

Manchester United (2003-2009, 196 თამაში)


რონალდუ, მას შემდეგ , რაც 2002/2003 სეოზნის ბოლოდ გადავიდა მანჩესტერ იუნაიტედში 12,24 მლნ. ფუნტ სტერლინგად, გახდა პირველი პორტუგალიელი, რომელიც ამ კლუბის ღირსებას იცავდა. მან მოითხოვა ნომერი 28 (მისი ნომერი სპორტინგში) იმ მიზნით, რომ არ სურდა მასზე განხორციელებულიყო ზეწოლა 7 ნომრიანი მაისურის გამო, მაისურისა, რომელსაც ატარებდნენ ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, ერიკ კანტონა და დევიდ ბეკჰემი (?!)

“როცა მე შევუერთდი მანჩესტერ იუნაიტედს, მთავარმა მწვრთნელმა მკითხა, თუ რა ნომრიან მაისურს ვისურვებდი. მე ვუთხარი, რომ 28, მაგრამ ფერგიუსონმა მითხრა: “არა, შენ 7 ნომრიანი მაისურით მოგიწევს თამაში “, ეს კი ჩემთვის დამატებითი სტიმული იყო, მე იძულებული ვიყავი გამემართლებინა ჩემდამი ასეთი ნდობა.”

რონალდუს პირველი დებიუტი შედგა ბოლტონთან მატჩისას, როცა მწვრთნელმა იგი მოედანზე მე-60 წუთზე შეუშვა-ამ შეხვედრაში მანჩესტერმა იმარჯვა ანგარიშით 4:0. მან თავისი პირველი გოლი მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში გაიტანა თავისუფალი დარტყმით 2003 წლის 1 ნოემბერს პორტსმუთის კარში, რომელ შეხვედრაშიც მანჩესტერმა გაიმარჯვა ანგარიშით 3:0. მან მანჩესტრის მეათასე გოლი პრემიერ ლიგაში გაიტანა 2005 წლის 29 ოქტომბერს, მაგრამ ამ შეხვედრაში მიდლსბროსთან მანჩესტერები დამარცხდნენ ანგარიშით 4:1. მან გაიტანა ათი გოლი ყველა ჩემპიონატში და ფანებმა ის დაასახელეს ” FIFPro Special Young Player of the Year”, ეს იყო მისი პირველი ჯილდო , რომელიც მან მანჩესტერის რიგებში მოიპოვა 2005 წელს.


2006 წლის ნოემბერში და დეკემბერში რონალდუ ზედიზედ ღებულობს “Barclays Player of the Month”-ის ჯილდოს, რის შედეგადაც იგი ხდება მესამე ფეხბურთელი-დენის ბერგკამპის 1997 წელს და რობი ფოულერი 1996 წელს- რომელმაც ასეთი რამე შეძლო. მან მანჩეტერის რიგებში საკუთარი 50-ე გოლი გაიტანა 2006 წლის 9 დეკემბერს თანაქალაქელი მოწინააღმდეგის-მანჩესტერ სიტის-კარში, იმავე სეზონში ,ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, მანჩესტერმა პრემიერ ლიგის ტიტულის მოპოვება შეძლო, ხოლო რონალდუ მეორედ წარადგინეს “FIFPro Special Young Player of the Year”-ს ჯილდოზე.

მიუხედავად ,2005 წელს გავრცელებული ხმებისა, თითქოსდა მადრიდის რეალი აპირებდა პორტუგალიელში 54 მლნ. ფუნტი სტერლინგის (მიახლოებით 80 მლნ. ევრო) გადახდას, რონალდუმ იმავე წლის 13 აპრილს მანჩესტერთან გააფორმა 5 წლიანი კონტრაქტი , რომლის მიხედვითაც ის მიიღებდა 120, 000 ფუნტს კვირაში (31 მლნ. ფუნტი ჯამში), რამაც იგი კლუბში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცია.

2006-07 სეზონის დროს რონალდუ რამდენჯერმე სერიოზულად იქნა გაკრიტიკებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან ამ სეზონში მოახერხა და მოიგო უამრავი პირადი ჯილდო, როგორებიცაა: PFA Players’ Player of the Year და PFA Young Player of the Year , რითაც შეუერთდა ენდი გრეის, როგორც ერთადერთ ფეხბურთელს, რომელმაც ანალოგიური ტიტულები 1997 წელს მოიგო. აპრილში მან მოიგო PFA Fans’ Player of the Year-ს ჯილდო. რონალდუ ამასთანავე იყო მანჩესტერის იმ შვიდ ფეხბურთელთაგან ერთ-ერთი, რომელიც დაასახელს 2006-2007 წლის პრემიერ ლიგის წლის კლუბის მოთამაშედ.

2008 წლის 5 ივნისს Sky Sport-ი იტყობინედობდა, რომ რონალდუმ გამოთქვა მადრიდის რეალში გადასვლის სურვილი, თუ ისინი იმავე თანხას შესთავაზებდნენ , რასაც მანჩესტერი უხდიდა მას ხელფასის სახით. მანჩესტერმა მიმართა ფიფას , რომ დაესაჯათ მადრიდის რეალი, რადგან ეს უკანასკნელი ახორციელებდა ზეწოლას ფეხბურთელზე, მაგრამ ფიფას არანაირი ზომები არ მიუღია. ჭორები გაგრძელდა 6 აგვისტომდე, სწორედ ამ დღეს განაცხადა რონალდუმ , რომ იგი მინიმუმ ერთი წლით რჩებოდა მანჩესტერ იუნაიტედში.

7 ივლისს რონალდუმ გაიკეთა მკლავის ოპერაცია ამსტერდამის აკადემიურ სამედიცინო ცენტრში და დაუბრუნდა ფეხბურთს 17 სექტემბერს, როცა მანჩესტერ ქონდა ჯგუფური შეხვედრა ვილიარეალთან , რომელიც ამთვარდა ფრედ , მან ამ თამაშში პარკ ჯი სუნგს საგოლე გადაცემა გაუკეთა, 2008 წლის 15 ნოემბერს სტოკ სიტის 5:0 განადგურებისას, რონალდუმ გაიტანა თავისი მე-100 და 101-ე გოლები მანჩესტერის შემადგენლობაში და ორივე თავისუფალი დარტყმით. გატანილი გოლები ნიშნავდა იმას, რომ რონალდუს პრემიერ ლიგის 19-ივე მონაწილე კლუბისთვის ქონდა გოლი გატანილი. 2 დეკემბერს რონალდუ ხდება ჯორჯ ბესტის შემდეგ , მანჩესტერის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მიიღო Ballon d’Or-ის ჯილდო. მან გაიმარჯვა 446 ქულით , რაც 165 ქულით მეტი იყო ლიონელ მესისთან შედარებით. ის დააჯილდოვეს ვერცხლისფერი ბურთით, მას შემდეგ, რაც 19 დეკემბერს მანჩესტერმა მოიგო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

2009 წლის 8 იანვარს რონალდუ მოყვა ავტოავარიაში, სადაც მან მანჩესტერის აეროპორტთან ახლოს გვირაბის გავლისას დაამტვრია საკუთარი Ferrari 599 GTB Fiorano. 4 დღის შემდეგ ის გახდა პრემიერ ლიგის ერთადერთი მოთამაშე, რომელიც დასახელებულ იქნა FIFA World Player of the Year-ად, ამასთანავე ლუიშ ფიგუს შემდეგ (2001 წელის) ის იყო პირველი პორტუგალიელი, ვინმაც ეს ჯილდო მიიღო. მან სეზონი დაასრულა 53 ნათამაშევი მატჩით , რაც ოთხით მეტი იყო წინა სეზონთან შედარებით, მაგრამ მან “მოახერხა” 16 გოლით (26) ნაკლების გატანა.

11 ივნისს მანჩესტერ იუნაიტედმა დაამტკიცა მადრიდის რეალის 80 მლნ. ფუნტ სტერლინგიანი შემოთავაზება რონალდუს სანაცვლოდ, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი სურვილი კლუბის დატოვებასთან დაკავშირებით, 2009 წლის 26 ივნისს მადრიდის რეალმა განაცხადა, რომ რონალდუ კლუბს 2009 წლის 1 ივლისს შეუერთდებოდა, მას შემდეგ, რაც გაფორმდა ექვს წლიანი კონტრაქტი.

Portugal (2003 წლიდან დღემდე, 64 თამაში , 22 გოლი)


ჯილდოები:

Manchester United-თან ერთად:


Premier League: 2006–07, 2007–08, 2008–09
FA Cup: 2003–04
League Cup: 2005–06, 2008–09
FA Community Shield: 2007
UEFA Champions League: 2007–08
FIFA Club World Cup: 2008


ინდივიდუალური:

UEFA Euro 2004 Team of the Tournament
FIFPro Special Young Player of the Year: 2004–05, 2005–06
Portuguese Footballer of the Year: 2006–07
UEFA Team of the Year: 2003–2004, 2006–07, 2007-08
FIFPro World XI: 2006–07, 2007–08
PFA Young Player of the Year: 2006–07
PFA Players’ Player of the Year: 2006–07, 2007–08
PFA Fans’ Player of the Year: 2006–07, 2007–08
PFA Premier League Team of the Year: 2005–06, 2006–07, 2007–08, 2008–09
FWA Footballer of the Year: 2006–07, 2007–08
Barclays Player of the Season: 2006–07, 2007–08
Barclays Player of the Month: November 2006, December 2006, January 2008, March 2008
Barclays Golden Boot: 2007–08
Barclays Merit Award: 2007–08
European Golden Shoe: 2007–08
UEFA Club Forward of the Year: 2007–08
UEFA Club Footballer of the Year: 2007–08
FIFPro World Player of the Year: 2007–08
Ballon d’Or: 2008
FIFA World Player of the Year: 2008
FIFA Team of the Year: 2008

რონადლუმ 2007 წელს დაწერა წიგნი საკუთარ ცხოვრებაზე, წიგნის სათაური იყო “Moments” და იგი დაიბეჭდა 2007 წლის 15 დეკემბერს. რონალდუმ ასევე გახსნა ე.წ. ბუტიკი სახელწოდებით “CR7″, რომლის მხოლოდ ორი ფილიალი არსებობს და ორივე მათგანი პორტუგალიაშია, ერთი ლისაბონში, მეორე კი-მადეირაში.

წყარო: realmadrid blog
dle 10.1

  • shvela
  • 2 ივლისი 2009
  • 5029
  • 1

1

10 აპრილი 2018 21:21

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Pirveli

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)