ჩემპიონობის შანსები კვლავ არსებობს

მადრიდის "რეალის" შანსები "მალაგასთან" მარცხის მიუხედავად ისევ არსებობს...


"სამეფო კლუბი" სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, თუმცა ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული მესამე ადგილოსან მადრიდის "ატლეტიკოსთან". იმ შემთხვევაში თუ დიეგო სიმიონეს შეგირდები "ვილიარეალს" დაამარცხებენ, "მადრიდული გიგანტი" კიდევ ერთი საფეხურით ქვევით, მესამეზე გადმოინაცვლებს.

ლიდერ კატალონიის "ბარსელონასთან" სხვაობა 13 ტურით ადრე 9 ქულაა, რაც ძალიან ბევრია და ზოგის აზრით ყველაფერი დასრულდა. მინდა ქომაგებს განვუცხადო, რომ მადრიდისტებს ჩემპიონობის შანსი კვლავ აქვთ, რადგან ესპანეთის დივიზიონის დასრულებამდე ნებისმიერ მატჩებში შეიძლება სიტუაციის შეცვლა მოხდეს.

ჩვენი შემდეგი მეტოქე 27 თებერვალს მადრიდის "ატლეტიკო" იქნება. შეხვედრა გაიმართება "სანტიაგო ბერნაბეუზე" რაც კარგ უპირატესობას გვაძლევს. შეგვიძლია მათი დამარცხებით მეორე ადგილი განვიმტკიცოთ, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. დანარჩენი 5 თამაში "ბლანკოსს" გასამართი აქვს: "ლევანტეს", "სელტას", "ლას პალმასის", "სევილიასა" და კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ.

ლუის ენრიკეს შეგრდების მომდევნო 5 მატჩიანი გრაფიკი კი შემდეგნაირია: "სევილია", "რაიო ვალენკანო", "ეიბარი", "ხეტაფე" და "ვილიარეალი". მე-5 მატჩი "ბარსელონას" გასვლითი აქვს, ამიტომ ქულების დაკარგვაზე ფიქრი თავისუფლად შესაძლებელია. მე-6 შეხვედრა კი 3 მარტს გაიმართება. ეს იქნება "ელ-კლასიკო", რომელიც "კამპ ნოუს" სტადიონზე შედგება. პირველი 4:0-ის შემდეგ გამარჯვებაზე ფიქრი რთულია, მაგრამ ზინედინ ზიდანის შეგირდობით "სამეფო კლუბი" იმედია შეძლებს 3 ქულის მოპოვებას.

"ბლანკოსმა" რათქმაუნდა ჩემპიონობის სურვილის შემთხვევაში ყველა დანარჩენი თამაში 3 ქულით უნდა დაასრულოს. ოდნავ რთული გრაფიკის ქვეშ მყოფი კატალონიელების მარცხის შემთხვევაში, რომელთგან ყველაზე დიდ ინტერესს მადრიდისტებისთვის "ვალენსიასთან" თამაში იწვევს, შესაძლებელია 9 ქულიანი უპირატესობის აღმოფხვრა.

წარმოდგენა იმისა, რომ ლა ლიგას დავეუფლებით ძალიან რთულია, მაგრამ რათქმაუნდა შესაძლებელი. მთავარია იმედი გვქონდეს და მხარში დავუდგეთ ჩვენ ბიჭებს!!! dle 10.1

  • welcome
  • 21 თებერვალი 2016
  • 3259
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (309)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)