ზიდანი:„გუნდში სერიოზული პრობლემებია“

ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა...


„მნიშვნელოვანია, რომ თამაში მაღალ ტემპში დავიწყოთ და გოლის გატანა მოვახერხოთ. გუნდში სერიოზული პრობლემებია, არაერთი ფეხბურთელი გვაკლია, მაგრამ საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ და გვჯერა, რომ ისე ვითამაშებთ, როგორც რომში.“

„ეჭვი არ გვეპარება, რომ „ლა როსალედაზე“ ადგილობრივები, საოცარ წარმოდგენას დადგამენ, ამიტომ დიდი ყურადღებით თამაში გვმართებს.“

„მნიშვნელოვანია, რომ ისკო ალარკონმა კიდევ უფრო მოუმატოს და გუნდს დაეხმაროს. ესპანელს გოლების გატანაც შეუძლია, თუმცა დავსძენ, რომ უპირველესი გუნდური ინტერესებია.“

„კარვახალი დარამოსი მწყობრში არიან, ისინი გუნდს დიდ დახმარებას გაუწევენ. მიუხედავად იმისა, რომ პეპე და ვარანი გვაკლია, დაცვა სოლიდური იქნება.“

„ხესე შესანშნავი ფეხბურთელი, ის დიდ დახმარებას გვიწევს. არ ვიცი, ითამაშებს თუ არა სასტარტო შემადგენლობაში, ამას ხვალ გადავწყვეტ.“

„ყველას გვინდა მუშაობა, მოტივირებულები ვართ და გამარჯვება ჩვენი კრედოა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელების გაწვრთნა მიწევს. ერთი მიზანი გვაქვს, რომლის ირგვლივ ყველა ფეხბურთელია გაერთიანებული.“

„ნაჩო მოწოდების სიმაღლეზეა, ის აუცილებლად ითამაშებს. ოთხი მაღალი დონის ცენტრალური მცველი გვყავს, რაც მნიშვნელოვანია.“

„ვიმედოვნებ, მარსელოს მხრის პრობლემას წარსულს ჩაბარდა და ის საუკეთესო ფორმაში შევა.“

„ხამესის ძალიან მეიმედება, კოლუმბიელის ეფექტური თამაში ბევრ რამეს განაპირობებს.“

„პეპეს ტკივილები აღარ აწუხებს, მაგრამ ამ კვირაში ვარჯიში ვერ შეძლო. პორტუგალიელი უკანახაზელი მომდევნო მატჩებში დაგვეხმარება.“

„რაფაელ ბენიტესზე არ ვფიქრობ და ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ჩემი საზრუნავი გუნდია.“

„კატალონიის „ბარსელონა“? მე „რეალის“ გულშემატკივარი ვარ და სხვა გუნდის საქმეებში არ ვერევი.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 თებერვალი 2016
  • 7217
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)