სპალეტიმ პრეს-კონფერენცია გამართა

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, მადრიდის "რეალთან" დაპირისპირებამდე პრეს-კონფერენცია გამართა. სპალეტიმ ისაუბრა კლუბის მთავარ გეგმაზე და ხაზი გაუსვა გუნდების როგორც ძლიერ, ასევე სუსტ მხარეებს.


"ყველაზე დიდი ინტერესი რა თქმა უნდა, დანიელე დე როსის ყოფნა-არყოფნის საკითხია. მან გუშინ კარგად ივარჯიშა და ტრავმას არ შეუწუხებია. მატჩამდე კიდევ ერთ ვარჯიშს გავმართავთ, რომლის შემდეგაც მე მას გავესაუბრები და ერთად გადავწყვეტთ გამოვა თუ არა ჩვენი ვიცე-კაპიტანი მინდორზე. ერთი რამ დანამდვილებით მინდა განვაცხადო, დე როსი განაცხადში აუცილებლად იქნება."

"ჯერ-ჯერობით არც ჩამომიყალიბებია ტაქტიკა და სათამაშო სქემა. ჩემი შემადგენლობის გათვალისწინებით შემიძლია ორი ვარიაციის გამოყენება, სწრაფი შეტევა ან ფიზიკურ გამძლეობაზე დაყრდნობით სასურველი შედეგის მიღწევა. ვფიქრობ ამ შეხვედრაში ფავორიტი არ არის. შანსები 50-50%-ზეა."

"ხვალინდელი მატჩი არ იქნება 2008 წლის დაპირისპირების ანალოგი. მას შემდეგ როგორც გუნდებში, ასევე საერთოდ ფეხბურთში ბევრი რამ შეიცვალა. მე მყავს დიდებული შემადგენლობა. ფეხბურთელები დღითიდღე აუმჯობესებენ თავიანთ მონაცემებს და იმედი მაქვს ხვალ ისინი მინდორს გამარჯვებულები დატოვებენ."

"ჯეკო განსაკუთრებული ფიგურაა, თუმცა იგი გუნდის ერთადერთი ლიდერი არ არის. "რომას" თითოეული მოთამაშე უნიშვნელოვანესია. ჩვენ ვეთამაშებით გუნდს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ყველაზე ბევრჯერ აქვს მოგებული. ასევე აღსანიშნავია, რომ კარლო ანჩელოტის გაწვრთნილ გუნდსა და ზიზუს ნათავკაცარი კლუბი თითქმის ერთი და იგივეა. ამიტომ ფრთხილად და ყურადღებით თამაში გვმართებს."

"მადრიდელთაგან კრიშტიანოს გამოვყოფ. იგი ბრწყინვალე ფეხბურთელია. სწრაფი, გონებამახვილი და გოლების გამტანი მოთამაშე. მას ნებისმიერ დროს შეუძლია ხიფათის შექმნა, თუმცა თუ ასეთი სტილის მოთამაშის ირგვლივ კედლებს ამოაშენებ, იგი სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს. ჩემმას ტიყვებმა არ მოგატყუონ, არ ვაპირებ რონალდოსთვის ერთბაშად 3 მოთამაშის მიკედლებას."

"ჩემს გუნდში ნებისმიერ მოთამაშეს აქვს შანსი, რომელიც ვარჯიშებზე თავს გამმოიჩენს. დარწმუნებული იყავით, რომ რომაელები ბოლომდე იხარჯებიან და ცდილობენ თავიანთი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას, რის გამოც მე მათ უღმეს მადლობას ვუხდი."

"ყველას აინტერესებს აგრეთვე მოახერხებს თუ არა "რომას" ცოცხალი ლეგენდა თამაშს. მინდა განვაცხადო, რომ ტოტის წინა მატჩში პრობლემები ჰქონდა. ჯერ არ ვიცი რამდენად მოახერხებს იგი სრულ ფორმაში ჩადგომას. ფრანჩესკო ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია და მისი თამაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია კეიტა და დე სანტისი შეძლებენ ტოტის არყოფნაში დავალებისთვის თავის გართმევას, თუმცა ფრანჩესკოს შემცვლელის შოვნა რთულია."

"მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა ზინედინ ზიდანზეც. იგი დაბადებულია იმისთვის, რომ იყოს საუკეთესო და გახდეს ჩემპიონი. მაგალითად მე სამწვრთნელო კარიერის დაწყების დროს ვცდილობდი საუკეთესო ფეხბურთელებისგან მიმეღო განსაკუთრებული ცოდნა, დამენახა მინდორი მათი თვალებით. რაც შეეხება ზიზუს, მას ეს ყველაფერი არ სჭირდება, რადგან ჩემი აზრით, იგი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია და მისი გამოცდილების გამოყენება სამეფო კლუბს აუცილებლად მოუტანს წარმატებას. ჩვენკი ვეცდებით მას ხელი შევუშალოთ (იცინის)."

As.com dle 10.1

  • Junior
  • 16 თებერვალი 2016
  • 4952
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)