ისკო:„ზიზუს მომენტების ყურება ჩემი სტიქია იყო“

ისკო ალარკონმა მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ისაუბრა...


ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა. „რომა“ თქვენი მეტოქეა. დამთხვევაა, მაგრამ ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი შეიცვალა...

მწვრთნელები შეიცვალნენ, მაგრამ გუნდების მიზანი ერთი დარჩა. ჩვენ მძიმე მეტოქე გვყავს. „რომას“ ჩემპიონთა თასზე დიდი გამოცდილება აქვს. ეჭვი არ მეპარება, საშინაო არენაზე ეს გუნდი ბოლომდე დაიხარჯება და მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს. მადრიდის „რეალმა“ მაქსიმუმი უნდა გაიღოს.

როგორ ფიქრობთ, მეორე მატჩის „ბერნაბეუზე“ ჩატარება თქვენი უპირატესობაა?

რა თქმა უნდა. როდესაც საშინაო არენაზე თამაშობ, მეტი შანსი გვაქვს. სანტიაგო ბერნაბეუზე საკუთარი ქომაგების თვალწინ 1/4 ფინალის საგზური უნდა გავინაღდოთ, მადრიდელი ხალხი ამაში დაგვეხმარება.

მას შემდეგ, რაც ზიზუ დაინიშნა თქვენ მეტი დრო მოგეცათ...

დიახ, ფრანგმა სპეციალისტმა ნდობა გამომიცხადა და მითხრა, რომ მოედანზე იქ უნდა მეთამაშა, სადაც საჭიროდ ჩავთვლიდი. მიწევს მცველების დახმარებაც, მაგრამ წინა ხაზში ასპარეზობა ჩემი სტიქიაა. სიმართლე გითხრათ, ზიზუს ანჩელოტის ვამსგავსებ, მათი ხედვები იდენტურია.

რა მოგონებები დაგიტოვათ ზიზუმ, როგორც ფეხბურთელმა?

ეს იყო ლეგენდარული მოთამაშე, რომელიც მსოფლიო ტოპ ფეხბურთელების სიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა. ფრანგი ლეგენდის ტექნიკა, დარტყმა, ბურთის ფლობა ნამდვილი საოცრება იყო.

ზიდანმა უფრო მნიშვნელოვან ფეხბურთელად გაქციათ?

ვერ გეტყვით. მე მუდამ ვიბრძოდი და ახლაც ვაგრძელებ მუშაობას. მსურს „ბლანკოსის“ მნიშვნელოვანი ფიგურა ვიყო, ამისთვის კი მუდმივი ვარჯიში მჭირდება. არასდროს დავღლილვარ არც ბენიტესის, არც ანჩელოტის დროს.

23 წლის ხართ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ.

დიახ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ახალგაზრდა ვარ, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე უკვე რამდენიმე სეზონი ჩავატარე. ბედნიერი ვარ, რომ მწვრთნელები მენდობოდნენ და გამოცდილებას ვიღებდი.

როგორ ფიქრობთ, ისეთივე გუნდი ხართ, როგორიც 2014 წელს იყავით?

სიმართლე გითხრათ, კოლექტივში დიდი ცვლილებებია არ განხორციელებულა. იმ გუნდმა ჩემპიონთა თასის მოგება შეძლო. ჩვენ გვაქვს დიდი რესურსი და ვთვლით, რომ ამ ტურნირზე ბრძოლა შეგვიძლია. „მერენგების“ უპირველესი მიზანი მეთერთმეტე თასის მოგებაა.“ dle 10.1

  • Hala
  • 16 თებერვალი 2016
  • 3099
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)