მოდრიჩი: "ჩემი ფავორიტი "რეალია", ოღონდ ანჩელოტის გაწვრთნილი"

ლუკა მოდრიჩის მიერ BBC-სთვის მიცემული ინტერვიუ ძალიან მალე გავრცელდა სპორტულ ჟურნალ-გაზეთებსა თუ ვებ-გვერდებზე. მან გააანალიზა ესპანეთის დედაქალაქში ცხოვრება და აგრეთე დაასახელა თავისი საყვარელი მწვრთნელის ვინაობაც.


"ჩემი პირველი დღე მადრიდში დაუვიწყარი იყო. დავინახე უდიდესი სიყვარული და სითბო გულშემატკივრებისგან. ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ, სამწვრთნელო შტაბს, ჩემს თანაგუნდელებს, დირექტორატს, განებს და ა.შ. აქ გატარებული ყოველი დღით ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე მთელი ცხოვრების ოცნება ავიხდინე და "რეალთან" ერთად ნანატრი ჩემპიონთა ლიგის თასი მოვიპოვე."

"სამეფო კლუბის თითოეულ მწვრთნელთან, რომელთანაც აქამდე მიწევდა მუშაობა საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა მქონდა. თუმა ყველაზე საყვარელი თავკაცი ჩემთვის კარლო ანჩელოტია. იგი ბრწყინვალე პიროვნებაა და მე მასთან მეგობრობას ახლაც ვაგრძელებ."

"რაც შეეხება ზინედინ ზიდანს, ყველამ შესანიშნავად იცის, რომ იგი ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიაა. მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ეს ჩვენთვის სასიხარულოა, რადგან ასეთი ვარსკვლავისგან ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ. ვარჯიშებზე ზიდანმა არაერთი საიდუმლო გაგვიმხილა, რომლის წყალობითაც წარმატებებს უკვე ვაღწევთ."

"აღსანიშნავია, რომ ზიზუმ ზუსტად იცის რა სჭირდება და რა უნდა გააკეთოს. მისი მეთოდი ისეთივე გამორჩეულია, როგორიც თავად ფრანგი ლეგენდა იყო თავის დროზე. იგი ვარჯიშებზე მაქსიმალურად გვტვირთავს და ამავდროულად ხალისიან გაკვეთილებსაც გვიტარებს. ვფიქრობ ზიდანი მწვრთნელის რანგში ძალიან იღბლიანი და წარმატებული იქნება."

"მინდა კრიშტიანო რონალდოც შევაფასო. იგი წარმოუდგენელი ტალანტის მქონე ფეხბურთელია. ყოველი მატჩის ჩატარება ასეთი დატვირთვით ძალიან რთულია. რონი ბრწინვალე მაჩვენებელს აფიქსირებს და ვფიქრობ კრიშტიანო დღეს ფასდაუდებელი მოთამაშეა. ზუსტად იგივეს ვიტყოდი გარეთ ბეილზეც. უელსელმა ფეხბურთელმა ბოლო პერიოდში ძალიან მოუმატა და პროგრესიც სახეზე იყო, თუმცა ტრავმამ მისი პროფესიული და კარიერული ზრდა ერთი თვით შეაჩერა. იმედი მაქვს ბეილი დაბრუნების შემდეგ უფრო კარგად ითამაშებს."

"მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს. ვეცდები რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე სამეფო კლუბში და ვისიამოვნო ლამაზი ფეხბურთით."

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 13 თებერვალი 2016
  • 5232
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)