რეალის ფეხბურთელები პელეგრინის აქებენ

სულ რაღაც 10 დღეში მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელების პატივის ცემა დაიმსახურა. აქ არის რამდენიმე ფეხბურთელის კომენტარი, რომლებიც მასზე საუბრობენ.


სალგადო
"ჩვენი მწვრთნელი არის ძალიან მშვიდი კაცი. მისი იდეები ძალიან ჭკვიანურია და იგი კარგად იცნობს ესპანურ ფეხბურთს. მან ძალიან დიდი და წარმატებული სამუშაო შეასრულა "ვილიარეალში" და ვფიქრობ ჩვენც დაგვეხმარება."

"მე არ შემიძლია ვთქვა, თუ როგორი მწვრთნელია იგი, მაგრამ "ვილიარეალში" მისი ხუთწლიანი მუშაობის შედეგად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი შეუდარებელია."

კრისტიანო რონალდო
"ჩვენ ყველანი ძალიან ბევრს ვმუშაობთ და ნელ-ნელა ვუგებთ ერთმანეთს. პელეგრინი მართლაც შესანიშნავი მწვრთნელია, იგი ცდილობს დაუახლოვდეს ყველა ფეხბურთელს და ეს ჩვენთვის ახალწვეულებისთვის ძალიან კარგია."

იგუაინი
"პელეგრინი ძალიან წყნარი კაცია. იმედი მაქვს მისი მუშაობა მადრიდის "რეალში" ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც ეს "ვილიარეალში", "რივერ პლეიდში" და "სან ლორენცოში" იყო."

მიგელ ტორესი
"ის ძალიან ბევრს ლაპარაკობს ფეხბურთელებთან, ცდილობას ახლო ურთიერთობა ჰქონდეს მათთან. მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი მწვრთნელი მე არასოდეს მყოლია. იგი ყოველთვის თვალს ადევნებს ყველა ფეხბურთელს და ეს ძალიან კარგია."

"პელეგრინი გვასწავლის, რომ პოზიციის შერჩევა და ჩქარი თამაში მოგებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანია. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ ბურთთან. ასევე ფიზიკურადაც ძალიან ბევრს ვემზადებით. ერთი სიტყვით ეს მწვრთნელი სჭირდება მადრიდის "რეალს"."

მარსელო
"ჩვენ არ გვეგონა პელეგრინი ასეთი მწვრთნელი თუ აღმოჩნდებოდა და არ გვეგონა ამდენს თუ ვივარჯიშებდით. ვარჯიშის შემდეგ იგი ყველას სათითაოდ გვესაუბრება და კითხვებს გვისვამს."

"ჩვენი ვარჯიშები ბევრად განსხვავდება უწინდელისგან. ჩვენ ვვარჯიშობთ დრიბლინგსა და დარტყმაში. ფიქრობ პელეგრინი ჩვენ ძლიან ბევრ რამეს გვასწავლის."

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com

სტატიის ავტორი: El Gio
dle 10.1

  • Junior
  • 23 ივლისი 2009
  • 2001
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)