ზიდანი: „ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“

პრიმერა დივიზიონის 22-ე ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


„სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ ასეთი სტარტი გამომივიდოდა.ვფიქრობ, ადვილი არ არის 5 და 6 გოლის გატანა ერთ შეხვედრაში, თუმცა თავდაუზოგავი შრომით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.კარგი მატჩი ჩავატარეთ, რაც მეტად სასიამოვნოა.“

„გახარებული ვარ ხამესის ნაყოფიერი ასპარეზობით.ის ბოლომდე იხარჯება ვარჯიშებზე.აღსანიშნავია, რომ დიდებულ სამუშაოს ასრულებს როგორც ბურთით, ასევე მის გარეშეც.ყველას მოგვეხსენება კოლუმბიელის პოტენციალის შესახებ.“

„ისე ვართ მიჩვეულნი კრიშტიანუს გოლებს, რომ როდესაც ჰეთ-თრიქს ვერ ასრულებს, ხალხი, მყისვე იწყებს მის კრიტიკას.რონალდუ მეტად ეფექტური ფეხბურთელია.მას დიდი ამბიციები აქვს და ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებს გუნდისათვის.„ესპანიოლთან“ საუცხოო წარმოდგენა შემოგვთავაზა.“

„დიახ, შესაძლოა ჩერიშევმა დატოვოს კლუბი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე.ის კარგი ფეხბურთელია, თუმცა რეგულარულ სათამაშო დროს საჭიროებს.თუ რუს ნახევარმცველს გარკვეული შემოთავაზებები ექნება სხვა გუნდიდან, ჩვენ ხელს არ შევუშლით.წარმატებებს ვუსურვებ დენისს.“

„ბენზემა შროსმისმოყვარე თავდამსხმელია.შეიძლება ითქვას, ის არასოდეს ჩერდება მოედანზე, ყოველთვის მოქმედებაშია, რაც მნიშვნელოვანია თავდაცვის დროს.მინდა, რომ აღებული კურსი შეინარჩუნოს, ხოლო თუ ვინ გახსნის ანგარიშს შეხვედრაში, მეორეხარისხოვანია.“

„ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პრიმერა დივიზიონის მოგების შანსი შევინარჩუნოთ.ჩვენი ჩამორჩენა მცირე არ არის, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.შეუძლებელი არაფერია!“

„ვფიქრობ, შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.ჩვენთვის უკლებლივ ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია.თუ რომელიმე ტიტული მოვიგეთ, ეს ყველას დამსახურება იქნება.“

„ამ ეტაპზე, ჩვენი მიზანია ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესება, რამეთუ ჩემპიონთა ლიგა ახლოვდება და შესაბამისად, გადატვირთული კალენდარი გვექნება.დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი თამაში რთული იქნება და ამიტომაც, მაქსიმალური კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ თითოეულზე.“

AS dle 10.1

  • Nodarii
  • 1 თებერვალი 2016
  • 5985
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)