გუტი: უმაღლესი დონის გუნდი გვყავს

ხოსე მარია გუტიმ ესპანელ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა...


,,ჩვენ გვყავს უმაღლესი დონის გუნდი, მადრიდის რეალი კვლავ დაიპყრობს უმაღლეს მწვერვალებს. ,,ბლანკოსი” არის გუნდი სადაც საუკეთესოები უნდა თამაშობდნენ. ფლორენტინო პერესმა მოახერხა და გადმოიყვანა ისეთი ფეხბურთელები , როგორებიც არიან: ბენზემა, ალბიოლი, კაკა და კრისტიანო რონალდო. შთამბეჭდავი გვარებია, ამ ფეხბურთელებს ნებისმიერი გუნდი ისურვებდა მაგრამ ისინი მადრიდის რეალში ირიცხებიან. მომავალ წელს ფანებისთვის დიდი სიხარულის მინიჭებას ვგეგმავთ. გუნდში ამდენი ვარსკვლავის მოსვლის შემდეგ ძალიან გაიზარდა კონკურენცია, რისიც მე ნამდვილად არ მეშინია, მე მუდამ ვიბრძოლებ ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად, მე მიყვარს ეს კლუბი და უამრავი წელია თეთრებში გამოვდივარ”.

ესპანელმა ფეხბურთელმა პელეგრინიზეც ისაუბრა...

,,მოგეხსენებათ, ირლანდიაში წვრთნებს გავდიოდით, პელეგრინი ყველამ კარგად გავიცანით, მანუელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, იგი ძალიან მკაცრია მაგრამ ძლიერ გუნდს მკაცრი და ძლიერი მწვრთნელი ჭირდება, იგი გვიტარებდა ინტენსიურ ვარჯიშებს. ჩილელი სპეციალისტი მე და რაულს რამდენჯერმე გვესაუბრა და აგვიხსნა, რომ გუნდისთვის ძალიან ბევრს ვნიშნავთ იმიტომ, რომ დიდი ხანია სამეფო კლუბში ვთამაშობთ და ვიცით ამ გუნდის ფილოსოფია, მანუელმა ჩვენ დაგვავალა ახალწვეულებთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება და ადაპტაციაში დახმარების გაწევა” - განაცხადა გუტიმ. dle 10.1

  • Hala
  • 23 ივლისი 2009
  • 1979
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)