„რეალი“ ზამთარში არავის დაიმატებს

ფლორენტინო პერესმა ვრცელი და მრავლისმომცველი ინტერვიუ ჩაწერა...


„ფიფას სანქციები ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, ეს არის დიდი ჩირქი, რომელიც მადრიდის „რეალს“, სრულიად უსამართლო სცხეს. მადრიდული გიგანტი ყოველთვის ფაქიზად ეკიდებოდა არასრულწლოვან ფეხბურთელთა სატრანსფერო საკითხებს.“

„მადრიდის „რეალში“ შემადგენლობის მხრივ არანაირი პრობლემა არ არის, აქედან გამომდინარე კლუბი ზამთარში არავის დაიმატებს.“

„როდესაც ზიდანს დავურეკო და შევთავაზე მთავარი მწვრთნელობა, უმალვე თანხმობა მივიღე. ფრანგი მზად იყო ამხელა გამოწვევისთვის.“

„ზიზუ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, როგორც ფეხბურთელებში, ასევე ქომაგთა უდიდეს წრეში.“

„კარიმ ბენზემა გენიალური ფეხბურთელია, რომელსაც მადრიდის „რეალი“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს. მისი სახით შესანიშნავი ფორვარდი გვყავს.“

„ვიმედოვებ, ბენზემას ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი მალე ჩაბარდება წარსულს, მისი და ვალბუენას ურთიერთობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დალაგდეს.“

„არ მიკვირს, რომ „პსჟ“-ს კრიშტიანო რონალდუს შეძენა სურს. პორტუგალიელი ფეხბურთელი მსოფლიოში საუკეთესოა, ის ხომ ლეგენდარული ალფრედო დი სტეფანოს მემკვიდრე გახლავთ. „შვიდიანმა“ საოცრებები შემოგვთავაზა და სხვა კლუბების ინტერესი გასაკვირი არ არის. რონის შესახებ „პსჟ“-ს ვესაუბრეთ და ავუხსენით, რომ ეს მოთამაშე არ იყიდება.“

„დარწმუნებული ვარ, მადრიდის „რეალის“ მომავალი კაპიტანი რაფაელ ვარანი იქნება, ამ მოთამაშეში უდიდეს მონდომებას ვხედავ. ეჭვი არ მეპარება, ფრანგის ნიჭი „ბლანკოსს“ გამოადგება.“ dle 10.1

  • Hala
  • 26 იანვარი 2016
  • 5086
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)