მარსელო: "ჩვენს შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ"

სამეფო გუნდის ნახევარმცველ-მცველმა, მარსელომ, დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


შანსები ლა ლიგაზე:
"ლა ლიგაზე დიდი კონკურენციაა.რა თქმა უნდა, ხუთ ქულიანი ჰანდიკაპი საკმაოდ დიდია, თუმცა არა დაუძლეველი.წინ კიდევ ბევრი შეხვედრა გველის და ჯერ ნაადრევია ჩემპიონობაზე საუბარი."ბარსელონა" დაუმარცხებლად ასპარეზობს, ჯერჯერობით კატალონიელების სუსტი წერტილი ვერ ვნახეთ, თუმცა ვიმედოვნებ, რომ მალე ვიპოვით."

წაგება "სან მამესზე:"
"ჩვენ კარგად უნდა გავანაალიზოთ საკუთარი შეცდომები, რათა შემდეგ აღარ გავიმეოროთ.ბასკების წინააღმდეგ ბევრი მომენტი გვქონდა, თუმცა ქარს გავატანეთ.ვფიქრობ, ამ შეხვედრის შემდეგ მომენტების რელიზაციის ასპექტში გაგვიჩნდა პრობლემები."

კრიშტიანუ რონალდუ:
"პორტუგალიელი გუნდის საკვანძო მოთამაშეა.სეზონის სტარტზე რონის ბევრი ბურთი გაჰქონდა, თუმცა შემდეგ ტრავმამ დაამუხრუჭებინა.ვგონებ, ის ცუდ ფორმაში კი არ არის, არამედ დრო სჭირდება.შესაძლებელია, კრიშტიანუმ 2 ან 3 გოლი შეაგდოს მომდევნო მატჩში."

ნახევარმცველის ამპლუის მორგება:
"მე კარგად ვგრძნობ თავს ნახევარდაცვაში, თუმცა მწვრთნელმა იცის, რომ მცველი ვარ."

კრიტიკა:
"სამეფო გუნდში თამაშის დროს კრიტიკა ნორმალური მოვლენაა.სიმართლე გითხრათ, შევეჩვიე ამ ყველაფერს.მარსელო ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯება "რეალისათვის."მე მადრიდისტებისთვის ვთამაშობ და არა მედიისთვის."

კაკა:
"კაკა ახლა კარგ ფორმაში არ იმყოფება, თუმცა ის ყველაფერს აკეთებს, რათა აღიდგინოს ჩვეული კონდიციები.მერწმუნეთ, ეს მხოლოდ დროის საკითხია.თავის დროზე, ზიდანსაც ასე აკრიტიკებდნენ, თუმცა შემდეგ..."

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)