16 გამორჩეული მადრიდისტა

სამეფო კლუბის 16-მა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში თავის გამოჩენა საგოლე გადაცემებში მოახერხა.


მადრიდის "რეალის" 20 ფეხბურთელიდან (მინდვრის მოთამაშეები და არა კიპერები) თექვსმეტმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში შეძლო საგოლე გადაცემის გაკეთება. ამ მაჩვენებლის მიხედვით "რეალი" პირველ ადგილს იკავებს ესპანეთის ჩემპიონატში. მეორე პოზიციაზე "ბარსელონაა". კატალონიური გრანდის 12-მა ფეხბურთელმა შეძლო ასისტის განხორციელება. ხოლო "ბარსას" მოჰყვება მადრიდის "ატლეტიკო" და "სევილია" (11).

რაც შეეხება გუნდში არსებულ შიდა სტატისტიკას საგოლე პასების მიხედვით, გარეთ ბეილი და კრიშტიანო რონალდო აქ ლიდერები არიან. უელსელმა ვარსკვლავმა ამ ეტაპისთვის შვიდი ასისტი შეიტანა აქტივში, ხოლო პორტუგალიელმა ექვსი. ხამესს, ისკოს და კროოსს ოთხ-ოთხი საგოლე გადაცემა აქვთ, ხოლო მოდრიჩს მხოლოდ სამი.

რაც შეეხებათ მცველებს, კარვახალი სამჯერ დაეხმარა თავიანთ თანაგუნდელებს გოლის გატანაში. მარსელოს ზუსტი გადაცემა "თეთრებმა" ორჯერ გამოიყენეს. ხოლო პეპემ და დანილომ მხოლოდ თითო-თითო ასისტი მიითვალეს.

თადარიგში მყოფმა ფეხბურთელებმაც მიითვალეს ასისტები: ლუკას ვასკესი (2), ხესე, კაზემირო, ჩერიშევი და კოვაჩიჩი (1). მადრიდელთა მხრიდან მეთექვსმეტე მოთამაშე, რომელმაც საგოლე პასი გააკეთა, აღმოჩნდა კარიმ ბენზემა, რომელმაც "სპორტინგთან" მატჩში გამოიჩინა თავი.

Realmadrid.com dle 10.1

  • Junior
  • 22 იანვარი 2016
  • 3458
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)