რონალდუ:„გულშემატკივარი ბედნიერია“
კრიშტიანო რონალდუმ განვლილი მატჩი შეაფასა...
„გავიტანეთ ხუთი გოლი და მოედნაზე შეკრებილ გულშემატკივარს დიდებული სანახაობა ვაჩუქეთ. მზადება ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა, შედეგი კი სახეზეა. მადრიდულმა გუნდმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.“
„შესანიშნავი ტემპი გვაქვს აღებული. დაკარგული არაფერია. ლა ლიგაში ჩვენი შანსი საკმაოდ მაღალია, აქედან გამომდინარე, ბოლომდე ბრძოლას ვგეგმავთ. მადრიდული გიგანტის მიზანი ლა ლიგისა და ჩემპიონთა თასის მოგებაა.“
„მწვრთნელის ცვლილება ფეხბურთელთა გადაწყვეტილება არ ყოფილა. ფლორენტინო პერესმა ბენიტესის გაშვება მიზანშეწონილად ჩათვალა და სათავეში ზიზუ ჩაგვიყენა. ფრანგი სპეციალისტი ბოლომდე იხარჯება და ჩვენთან შესანიშნავ კომუნიკაციას ამყარებს. ზიდანსა და ბენიტესს შორის დიდი განსხვავებაა, მათი ხედვები ერთმანეთს არ ემთხვევა. ჩვენი მოვალეობა კი დამრიგებლის მითითებების შესრულებაა.“
„გულშემატკივარი ბედნიერია, ვინაიდან „ბლანკოსი“ შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს და გამარჯვებას აღწევს. არის მომენტები, როდესაც მათ გულს ვწყვეტთ, თუმცა ახლა სხვა სიტუაციაა.“
- 17 იანვარი 2016
- 4690
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.