ზიდანი:„საოცარი ფეხბურთელები მყავს“

ზინედინ ზიდანმა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა...


„საოცარი მატჩი ჩავატარეთ, პირველივე ტაიმში ყველაფერს წერტილი დაესვა, შემდეგ კი ძალების დაზოგვით მოვახერხეთ, მატჩის ბოლომდე მიყვანა.“

„კარიმის და გარეთ ბეილის ტრავმებმა შემაშფოთა, ჯერ-ჯერობით დაკვირვება მიმდინარეობს. ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ ორივე მოთამაშე მალე დაბრუნდება, ვინაიდან შესანიშნავ ფორმაში არიან.“

„BBC-მ დაკისრებულ მოვალეობებს იდეალურად გაართვა თავი. შეტევითი პოტენციალი აშკარად გაზრდილია, მაგრამ დასაფასებელია, რომ შემტევები ჩემ დავალებებს ითვალისწინებენ და მაქსიმალურად ცდილობენ უკან ჩამოსვლას, მცველების დახმარებას და ახალი შეტევები დაწყებას.“

„ჩვენი მიზანია ყველა მატჩის მოგება, თითოეულ პაექრობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.“

„ხამეს როდრიგესი კარგად მუშაობს, ის აუცილებლად მიიღებს შანსს. კოლუმბიელი ფეხბურთელი დაკისრებულ მოვალეობას ზედმიწევნით ართმევს თავს.“

„მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. საუკეთესო სტარტი მაქვს, უკეთესს მართლაც ვერ ვისურვებდი. ფეხბურთელებმა 2 მატჩში 10 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში მხოლოდ ერთხელ მიიღეს, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. მიზანი გამარჯვებები და ტიტულების მოგებაა.“

„თამაში ყველას სურს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჩემი მისაღებია. არ გეგონოთ, რომ იოლი არჩევანის გაკეთება. არ გამოვრიცხავ, მომდევნო პაექრობაში სასტარტო შემადგენლობაში ხამეს როდრიგესი ვიხილოთ. 25 ფეხბურთელი მყავს, რომელთა მომზადება რთულია.“

„თუ თავს კარგად დავიცავთ და გააზრებულად შევუტევთ, წარმატება აუცილებლად მოვა.“

„ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესება აუცილებელია, კოლექტივი ამ მიმართულებით ძალიან ბევრს მუშაობს.“ dle 10.1

  • Hala
  • 17 იანვარი 2016
  • 8573
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ხერარდ მორენო 6
2 ბენზემა 6
3 ლორენი 6
4 სუარესი 4

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 2 2 0 0 6
2 ბრიუგე 2 0 2 0 2
3 გალათასარაი 2 0 1 1 1
4 რეალი 2 0 1 1 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2019 (164)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)
მაისი 2019 (366)