ზიდანმა პრეს-კონფერენცია გამართა

ხიხონის "სპორტინგთან" მატჩამდე სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრეს-კონფერენცია გამართა. ზიზუმ ყველაზე აქტუალურ კითხვებს გასცა პასუხი, მათ შორის FIFA-ს სანქციებს და პოლ პოგბას შესაძლო ტრანსფერს სამეფო კლუბში.


FIFA-ს სანქცია
"რაზეც FIFA გვედავება აბსურდია. მათ სურთ, რომ ჩემს შვილებზე ვისაუბრო და თავის მართლება დავიწყო. დიახ ჩემი ბავშვები მადრიდის "რეალის" აკადემიაში ირიცხებიან და ეს მათი დაჟინებული მოთხოვნით მოხდა. ოთხივე მათგანს ძალიან უყვარს სამეფო კლუბი. ისინი აკადემიის წევრები არიან და ყველაფერი კანონიერად მოხდა. მათ გაიარეს სინჯები და სელექციის შედეგად მოხვდნენ გუნდში, ისევე როგორც დანარჩენი ახალგაზრდა მოთამაშეები. ამ მხრივ სამეფო კლუბს ყვველაფერი რიგზე აქვს. მე ახლა მინდა, რომ მხოლოდ მომდევნო მატჩზე ვიფიქრო."

"სპორტინგი"
"ხიხონელები სახიფათონი არიან. მათ გუნდში ჰყავთ ძლიერი მოთამაშეები, რომელთაც ჩემი გუნდისთვის უამრავი პრობლემის შექმნა შეუძლიათ, სწორედ ამიტომ ბევრს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ დაგპირდებით, რომ "ბლანკოსი" ყველაფერს გააკეთებს მეტოქის დასამარცხებლად."

კრიზისული პერიოდი კრიშტიანოსთვის
"რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელს აქვს გასაჭირი კარიერაში და გამონაკლისი არც რონალდოა. თუ რონი ერთ მატჩში სამ გოლს ვერ იტანს, მაშინვე კრიტიკას იმსახურებს. პორტუგალიელი ვარსკვლავი ძალიან ბევრს შრომოსბ და დარწმუნებული ვარ იგი ხვალინდელ მატჩში გაიბრწყინებს."

კოპა დელ რეი
"სამწუხაროა, რომ მცირედი უყურადღებობის გამო გუნდი ესპანეთის თასზე ასპარეზობას გამოეთიშა. მიუხედავად ამისა, გუნდი განაგრძობს წინსვლას. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე და პრიმერა დივიზიონში შეგვიძლია წარმატების მიღწევა. მართალია ლა ლიგაში მესამე ადგილზე ვიმყოფებით და ჩვენი მთავარი მეტოქეები რამდენიმე ქულით წინა არიან, თუმცა ჯერ მხოლოდ სეზონის ნახევარია გასული და თუ მოვინდომებთ ჩამორჩენას აუცილებლად შევამცირებთ."

სათამაშო სტილი და იდეები
"მთელი კვირის განმავლობაში ფეხბურთელები მაქსიმალურად დავტვირთე, რათა დეტალური ინფორმაცია მიმეღო მათი უნარ-ჩვევების შესახებ. მინდორზე კარგად გაისარჯნენ მადრიდისტები, მათი მუშაობით კმაყოფილი ვარ. მეორე მატჩში ალბათ უფრო კარგ შთაბეჭდილებას დატოვებს ჩემი გუნდი, ყოველ შემთხვევაში ეს არის ჩემი უმთავრესი ამოცანა."

პოლ პოგბას ტრანსფერი
"იგი დიდებული ფეხბურთელია. მისი თამაშით მოხიბლული ვარ და არ დაგიმალავთ, რომ ძალიან მომწონს პოგბა, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი. მიუხედავად ამისა, მე ამ ეტაპზე მხოლოდ ჩემს გუნდში რიცხულ ფეხბურთელებზე ვფიქრობ, რადგან ისინი არიან ახლა ჩემი მთავარი საბრძოლო ირაღი, რომელსაც ტიტულების მოპოვებაში გამოვიყენებ."

დევიდ ბეტონი
"დევიდი ჩემი ერთ-ერთი ასისტენტია. მისი სამწვრთნელო შტაბში ჩარიცხვა იმიტომ გადაწყდა, რომ მას აქვს უნარი ფეხბურთელებთან მაქსიმალური სიახლოვე დაამყაროს და ყველა პრობლემა გამოკითხოს."

ოქროს ბურთი
"ეს არის ყველაზე მთავარი მიზანი თითოეული ფეხბურთელისთვის. ბოლო წლებში რონალდოს და მესის ვერავინ შეედრება. ისინი თანამედროვე ფეხბურთის უდიდესი ვარსკვლავები არიან. წელს გამარჯვებულად "ბარსელონას" ფეხბურთელი დასახელდა და ყველამ აუცილებლად უნდა მივულოცოთ მას."

კოენტრაოს დაბრუნება
"ფაბიოს თამაში კარგად ვიცი. მე მასთან მუშაობა მომიწია, როდესაც კარლო ანჩელოტის დამხმარე ვიყავი. მოხარული ვარ მისი წარმატებით და იმით, რომ მას სხვა კლუბში საკმარისი სათამაშო დრო ეძლევა, თუმცა ამ ეტაპზე მე იმ შემადგენლობით კმაყოფილი ვარ, რომელიც ეხლა ჩემს განკარგულებაშია."

ხამესი
"ორი აზრი არ არსებობს, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელი დღეს ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელია. მას შეუძლია გოლების გატანაც და საგოლე გადაცემების გაკეთებაც. ვარჯიშზე თითოეულ ფეხბურთელს ვსინჯავ და იმის მიხედვით ვიღებ გადაწყვეტილებას. ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით მოხვდება თუ არა ხამეს როდრიგესი ხვალ ძირითად შემადგენლობაში."

ვარანის ევოლუცია
"ის ხომ ბებერი ფეხბურთელია (იცინის). რაფაელი ჩემი გუნდის მომავალი ბურჯი იქნება დაცვის ცენტრში. იგი უნიჭიერესი მცველია და მე იმედი მაქვს მის გაზრდას პროფესიულად აუცილებლად შევძლებთ."

სერხიო რამოსი
"მადრიდის "რეალის" კაპიტანი თავს შედარებით კარგად გრძნობს. სამედიცინო შტაბთან კონსულტაციები გავიართე და გადაწყდა, რომ იგი კიდევ ერთ კვირას გაატარებს სპორტულ დარბაზში. რეაბილიტაციის გავლის შემდეგ კი რამოსი გუნდს შეუერთდება და მათთან ერთად ივარჯიშებს მინდორზე."

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 16 იანვარი 2016
  • 6533
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)