ზიდანი გუნდში მთავარ პრობლემას წააწყდა

ზინედინ ზიდანს დიდი თანადგომა აქვს როგორც კლუბის დირექტორატისგან, ასევე გულშემატკივრებისგან. მიუხედავად ყველაფრისა ფრანგი სპეციალისტი ყველაზე დიდ პრობლემას წააწყდა და ახლა მის გადაჭრაზე ფიქრობს.


საქმე იმაშია, რომ შემადგენლობაში არიან მოთამაშეები, რომლებიც ხშირად ვერ ახერხებენ მინდორზე გამოსვლას და მათი გამხიარულება და მოტივაცია ზიდანისთვის მთავარ პრობლემას წარმოადგენს.

ყველაზე კარგი შანსი თადარიგში მყოფი ფეხბურთელებისთვის ყოველთვის არის კოპა დელ რეი, თუმცა დენის ჩერიშევთან დაკავშირებით მომხდარი გაურკვევლობის შედეგად გუნდი მოიხსნა ამ გათამაშებიდან და თავისთავად მოთამაშეებისთვის ეს შანსიც გაქრა.

ზიდანს უკვე თითქმის ჩამოყალიბებული აქვს სასტარტო თერთმეტეული, თუმცა შემადგენლობაში რჩებიან "განაწყენებული" მოთამაშეები, რომელბიც მინდორზე გამოსვლას ვერ ახერხებენ. მათთვის კი თამაში აუცილებელია, რათა მათი პერსპექტივები არ გაქარწყლდეს.

ყველაზე დიდი საზრუნავი არის ხესე, ჩერიშევი, კაზემირო, ლუკას ვასკესი და კოვაჩიჩი. ეს ფეხბურთელები ნამდვილად იმსახურებენ შანსს. ზიზუმ მათი გუნდში დატოვება მოითხოვა და ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათ მოტივაცია შემატოს.

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 15 იანვარი 2016
  • 9803
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)