ბეილი: "ბენიტესის განთავისუფლება არ გამხარებია"

გარეთ ბეილმა ჟურნალისტებთან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა ...


"ზინედინ ზიდანი დიდებული ფეხბურთელი იყო, რომელმაც ფეხბურთის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. არ ვიცი, თუ როგორ გაუძღვება იგი მადრიდის "რეალს", თუმცა დანამდვილებით შემიძლია განვაცხადო, რომ ზიზუ გენიალურია."

"რაფა ბენიტესთან ცუდი ურთიერთობა არ მქონდა, მისი განთავისუფლება ჩემთვის დიდი იმედგაცრუება იყო, თუმცა ფეხბურთში მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება. ჩვენ ვართ პროფესიონალები და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ."

"დეპორტივოსთან" გამართული მატჩი, სხვა მატჩებიდან განსხვავებული არ იყო, ჩვენ თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძვით. შესაძლოა დღეს გაგვიმართლოს, ხვალ კი არა, ფეხბურთში ყველაფერი ხდება."

"მე მიყვარს ჩემი პოზიცია, თავს კარგად ვგრძნობ, როდესაც შეტევაში ვარ ჩართული. იმედი მაქვს, მიმდინარე სეზონი ჩვენთვის წარმატებული იქნება და ტიტულების მოპოვებას შევძლებთ."

"ოქროს ბურთით არ ვარ შეპყრობილი, ჩემი მიზანია გუნდური თამაში და ტუტულების აღმართვა."

"გასულ სეზონში ჩვენ 22 მატჩიანი წაუგებელი სერია გვქონდა, თუმცა მოულოდნელად ქულები დავკარგეთ, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ "ლა ლიგაში" ჩემპიონობისთვის ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა. ვფიქრობ, რომ შანსი არაერთხელ მოგვეცემა."

"შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრო შენი მომავალი, თუმცა მინდა განვაცხადო, რომ მადრიდის "რეალში" ბედნიერი ვარ და ამ გუნდთან ერთად მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას ვაპირებ."



Merengues.ru dle 10.1

  • Niik
  • 12 იანვარი 2016
  • 3625
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (253)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)