რელანო:"გუტი იპოვის თავის თავს მადრიდის "რეალში"

ცნობილმა ესპანელმა საფეხბურთო ექსპერტმა, ალფრედო რელანომ ხოსე მარია გუტიერესზე ისაუბრა...


"მოინდომო გოლების გატანა, მაშინ როდესაც არ გიწევს ძირითად შემადგენლობაში თამაში, ეს იგივეა რაც წყლის გარეშე იცურაო. ერთია მონდომება და მეორე ჯანმრთელობა. "სან მამესზე" ყველამ კარგად დაინახა გუტის პოტენციალი, მისმა მოედანზე გამოსვლამ დაალაგა მადრიდელთა თამაში და უფრო სანახაობრივი გახადა. ესპანელი უდიდესი მონდომებით ჩაერთო შეხვედრაში და გუნდს თავისი კვალიც დაამჩნია."

"ჩემი აზრით, კატალონიის "ბარსელონა" მადრიდის "რეალზე" ძლიერი გუნდი არ არის, უბრალოდ კატალონიელები მინიმალურ შანსსაც მაქსიმალურად იყენებენ, ხოლო მადრიდელები მაქსიმალურ შანსს მინიმალურად. სწორედ ამან განაპირობა უგოლო ყაიმი "პამპლონაში" და დასანანი მარცხი-"ბილბაოში". "ბლაუგნარამ" საკმაოდ სერიოზული მეტოქე მიწასთან გაასწორა, "სევილიელებს" პალოპის ნაირი ძლიერი მეკარე, რომ არ ჰყოლოდათ გაცილებით უფრო დიდი ანგარიშით დამარცხდებოდნენ."

"კატალონიელებს ყავთ ხავი და ინიესტა, მადრიდელებს კი გუტი, რომელიც მათ არაფრით არ ჩამოუარდება. დარწმუნებული ვარ ესპანელი იპოვის საკუთარ ადგილს სამეფო კლუბში და მადრიდელების მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება. გუნდში ირიცხება რიკარდო კაკა, მაგრამ ის ჩვეული ფორმისგან ძალიან შორსაა, ამიტომ მადრიდისტები მოკლებულნი არიან ბრაზილიელის კარგ გადაცემებს. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩემი აზრი, რომლის მიხედვითაც გუტიერესი "ბლანკოსის" ძირითად შემადგენლობას უნდა დაუბრუნდეს."


ინფორმაციის წყარო: As.com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 18 იანვარი 2010
  • 1705
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (314)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)