არბელოა:"ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს"

ალვარო არბელოამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც გუნდის მომავალ გეგმებსა და გასულ შეხვედრაზე ისაუბრა...


"არ მსურს შაბათის წარუმატებელი და უიღბლო შეხვედრის გახსენება. ძალიან ბევრი საგოლე მომენტი გავანიავეთ, არამარტო თამაშის გადარჩენა, არამედ გამარჯვების მიღწევაც შეგვეძლო, მაგრამ საშინლად არ გაგვიმართლა. ასე დაუდევრად დავკარგეთ უმნიშნველოვანესი სამი ქულა."

"სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ არამგონია თამაშის ხარისხით უკმაყოფილო იყოს გულშემატკივარი. სეზონის დასრულებამდე კიდევ 19 შეხვედრა გვაქვს წინ, ვიმედოვნებ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წარიმართება. საკუთარ მოედანზე მეტოქეს უშანსოდ ვტოვებთ, მაგრამ გასვლით მატჩებში არადამაჯერებლად გამოვიყურებით. ძალიან უნდა მოვინდომოთ და პატარ-პატარა ლაფსუსებიც გამოვასწოროთ, რათა ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ "ბარსელონას" და ლა ლიგის მოგება შევძლოთ."

"სან მამესზე" იგივე დაგვემართა, რაც პამპლონაში-საგოლე მომენტების გამოუყენებლობის გამო კიდევ ერთხელ დავკარგეთ ქულები. ამაზე არ ღირს ნერვიულობა, უბრალოდ ბევრი უნდა მოვინდომოთ და ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ მადრიდის "რეალი" ვართ, ამ გუნდისთვის კი შეუძლებელი არაფერია."

"ჩვენ შეგვიძლია "ბარსელონასთან" დისტანსიის დაცვა და მათი გადასწრება. კატალონიელებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, იმედია ისინიც დაკარგავენ ქულებს და მოგვეცემა ჩემპიონობის შანსი. "ბლაუგნარა" ძალიან ძლიერი გუნდია, რომელთანაც კონკურენციის გაწევა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. იმედია ყველაფერი კარგად იქნება..."

"ჩემი უდიდესი სურვილია "ბლანკოსმა" პროგრესი გააგრძელოს და ქულათა მარაგის შევსება განაახლოს. "ბარსელონა" ისეთი კლუბია, რომელიც ერთ შეცდომასაც არ გაპატიებს, იმედი მაქვს "ბასკებთან" განცდილი მარცხი საბედისწერო არ გამოდგება. ბევრ შეცდომას ვუშვებთ, ეს კი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს..."

"იგუაინმა ითამაშა "პამპლონაში", მაგრამ ვერ გაიტანა. ამით იმის თქმა მინდა, რომ არავინ იცის რომელი ფეხბურთელი, რომელ შეხვედრაში გაიბრწყინებს. ამ გამონათქვამით პიპიტას პროფესინალიზმს ეჭვქვეშ არ ვაყენებ, უბრალოდ არ მომწონს, როდესაც ბენზემაზე ცუდ კომენტარებს აკეთებენ და მის მაღალ პროფესინალიზმს ჩირქს ცხებენ."


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 18 იანვარი 2010
  • 1346
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)