ზიდანი: "მიზანი ერთია... BBC"

მადრიდის "რეალის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა დღეს პირველი პრესკონფერენცია გამართა.


"დღეს დილით პირველად შევკრიბე "რეალის" ფეხბურთელები, რომლებმაც ათასობით გულშემატკვირის თვალწინ ივარჯიშეს. მე მათ ვუთხარი, რომ წინ კიდევ ნახევარი სეზონია და ბევრი სამუშაო გველის. ახლა გუნდში ყველაფერი რიგზე არ არის და ჩვენს თავში უნდა ვიპოვოთ იმის ძალა, რომ ყველა სირთულე ერთად გადავლახოთ. მინდა, რომ ჩემი გუნდი საუკეთესო გახდეს წელს."

"ფეხბურთში ინდივიდუალური პრობლემები არ არსეობობს. ფანები ჩვენგან მოითხოვენ საუკეთესო სანახაობას. რა თქმა უნდა, ვეცდები გუნდში დაბალანსებული და ამავდროულად შემტევი სტილი დავნერგო. მოთამაშეებს შევატყვე, რომ ისინი მონდომებულები არიან და ყველაფერს გააკეთებენ მადრიდისტების გასახარებლად."

"გასახდელში არის კონკურენცია და ეს კარგია. განსაკუთრებით აინტერესებთ თუ ვისზე შევაჩერებ არჩევანს, ისკოზე თუ ხამესზე. ჩემთვის ორივე ფეხბურთელი მნიშვნელოვანი და საყვარელია. ისინი უნიჭიერესები არიან და მათ შანსი აუცილებლად მიეცემათ."

"არ მომწონს, როდესაც გუარდიოლას მადარებენ და მის განვლილ გზას მიწინასწარმეტყველებენ. გუარდიოლა არის გუარდიოლა, ხოლო მე ვარ ის ვისაც თქვენ ახლა ხედავთ. ფეხბურთელის რანგში ხშირად მამსგავსებდნენ ამათუ იმ მოთამაშეს და არ მინდა ეს სამწვრთნელო კარიერაშიც მოხდეს."

"ფლორენტინო პერესს უარს ვერ ვეტყოდი, რადგან იგი არის ძალიან დიდი პიროვნება. ჩემთვის მადრიდის "რეალის" მწვრთნელობა დიდი პატივია და სიმართლე გითხრათ, ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი, მაშინაც კი, როდესაც სამეფო კლუბის ფეხბურთელი ვიყავი."

"აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემი მთავარი მიზანი BBC-ს გამოცოცხლებაა. ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ტრიო და მათი სახით ძალიან დიდი იარაღი მაქვს."

"ძალიან მინდა ჩემპიონთა ლიგის მეთერთმეტე თასი მოვაგებინო "ბლანკოსს". რა თქმა უნდა, ყველა ჩემპიონატში ვეცდები მაქსიმალური შედეგის ჩვენებას, თუმცა ღიად ვაცხადებ, რომ ყოველი სეზონის სტარტზე ჩემთვის პრიორიტეტული ჩემპიონთა ლიგა იქნება."

"მართალია ფეხბურთელის რანგში უკვე მოვიპოვე ფანების სიყვარული, თუმცა ახლა მინდა გაცილებით უფრო მეტი შევძლო, როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა. ჩემს ფეხბურთელებს მუდამ გავამხნევებ და ვეცდები მათ ვაგრძნობინო, რომ მათთან ერთად მეც ვთამაშობ ნებისმიერი მატჩის მიმდინარეობის დროს."

"კასტილიაში სხვა სქემით ვმუშაობდი, რადგან იქ ირიცხებიან ახალგაზრდა ფეხბურთელები. რაც შეეხება ძირითად გუნდს, აქ პროფესიონალი მოთამაშეები მყავს, რომელთაც არაფრის სწავლება არ სჭირდებათ. თუმცა ერთი რამ უცვლელი იქნება, მე მათ ბოლომდე დახარჯვას მოვთხოვ ვარჯიშებსა და თამაშებზე, ისევე როგორც ამას კასტილიაში ვაკეთებდი."

"ჩემი სტილის დანერგვას ვაპირებ გუნდში, ფეხბურთელები მინდორზე თავს თავისუფლად უნდა გრძნობდნენ და ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნებას უნდა იღებდნენ. პირობას გაძლევთ, რომ თითოეულ მათგანს გავესაუბრები და მათი სურვილისამებრ შევადგენ სათამაშო სქემას."

"ჯერ-ჯერობით არ ვიცი, რომელ პოზიციაზე მოუწევს ბეილს გარჯა, თუმცა ვეცდები მისთვის ყველაზე ეფექტური ადგილი შევარჩიო, რადგან იგი გახდება ჩემი გუნდის ლიდერი და ბომბარდირი."

„მოდრიჩსა და კოვაჩიჩზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ფაქტია, რომ ორივე ფიგურა გუნდს ძალიან სჭირდება. დაუღლელად ვიმუშავებთ.“

"რაც შეეხება კარლო ანჩელოტის, მასთან მუშაობა მე მომიწია როგორც დამხმარე მწვრთნელის, ასევე ფეხბურთელის რანგში. მისგან ბევრი რამ ვისწავლე, რომელიც ახლა ძალიან გამომადგება."

As.com dle 10.1

  • Junior
  • 5 იანვარი 2016
  • 11115
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)