ბუტრაგენიო: "ლუკას ვასკესი ბენიტესის იმედია"

ემილიო ბუტრაგენიოს განცხადებით, ლუკას ვასკესი არის ფეხბურთელი, რომელიც ძალიან საიმედოა და მასზე რაფა ბენიტესმა დიდი გეგმები უნდა გააწყოს.


"დღეს "ხეტაფეს" წინააღმდეგ ბრწყინვალე პირველი ნახევარი ჩაატარა გუნდმა. მთელი 45 წუთის განმავლობაში ვდომინირებდით და შედეგიც საკმაოდ დამაკმაყოფილებელი დავაფიქსირეთ. ყველაფერში კი გადამწყვეტი როლი ბენზემამ ითამაშა. კარიმი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გვაკლდა. მისი პროფესიონალიზმი გუნდს ნამდვილად სჭირდება."

"რაფა ბენიტეს ძალიან გაუმართლა, რადგან მას გუნდში ჰყავს ლუკას ვასკესი. მის მიერ ჩატარებული თითოეული მატჩი მაგალითია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. თუ როგორ უნდა მოიქცნენ და როგორი შემართებით უნდა გამოვიდნენ მოედანზე. ვასკესი ძალიან მშრომელი მოთამაშეა. მას შეუძლია მარჯვენა ფრთაზე ყველა პოზიციაზე თამაში. დღეს ლუკასმა მცველის ფუნქციებიც მოირგო და მინდა აღვნიშნო, რომ გაოცებული ვარ მისი ნიჭიერებით. ბენიტესმა სამომავლო გეგმები სწორედ ასეთ ფეხბურთელებზე უნდა ააწყოს."

"საბედნიეროდ ჩვენი ლაზარეთი ნელ-ნელა იცლება და ფეხბურთელები სრული დატვირთვით იწყებენ ვარჯიშს. მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეა დარჩენილი, რომელთაც ტრავმები აწუხებთ და იმედი მაქვს ისინიც მალე შეუერთდებიან თანაგუნდელებს."

"მინდა აღვნიშნო BBC-ს თამაში. ბენზემამ, ბეილმა და კრიშტიანომ საერთო ჯამში კარგი შტაბეჭდილება დატოვეს. სამივე მათგანმა შეძლო დღეს გოლის გატანა და ფანების გახარება. იმედი მაქვს ისინი ასე გაარძელებენ."

"შემდეგი მატჩი გვექნება "მალმიოსთან" და "ვილიარეალთან". ორივე საინტერესო დაპირისპირება იქნება. ჩვენი ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ფანები გაახარონ. მადრიდისტებს წინ ბევრი გამარჯვება ელით."

Bernabeudigital.com dle 10.1

  • Junior
  • 5 დეკემბერი 2015
  • 2407
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (314)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)