რამოსი:„კასილიასი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ თანაგუნდელი და ფეხბურთელი“

სერხიო რამოსმა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა...


„მადრიდში არაერთი მეგობარი მყავს, გუნდის თითოეულ წევთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს, მაგრამ განსაკუთრებით მარსელოს, მოდრიჩის და კრიშტიანო რონალდუს გამოყოფა შემიძლია.“

„სამეფო კლუბის კაპიტნობა დიდ ბედნიერებასთან და პასუხიმგებლობასთან არის დაკავშირებული.“

„იკერ კასილიასი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ თანაგუნდელი და ფეხბურთელი.“

„მადრიდის „რეალი“ საუკეთესოა ისტორიის, ტიტულებითა და ქომაგებით, რომლებიც მუდამ ამხნევებენ ფეხბურთელებს.“

„ვერ ვიტყვი, რომელი ტიტულია უნიკალური. ყველა თასი მაქვს მოგებული, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე. „რეალში“ ყველაზე მნიშვნელოვანი „ლა დესიმა“ იყო.“

„ხუაკინ კაპაროსს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მან უდიდესი როლი შეიტანა ჩემ ჩამოყალიბებაში. მადლიერი ვარ.“

„მიუხედავად იმის, რომ „სანჩეს პუსხუანზე“ ხანდახან მისტვენენ, ეს სტადიონი მაინც ძალიან მიყვარს. როდესაც „სევილიას“ წინააღმდეგ ვთამაშობ, თავი სახლში მგონია.“

„არ ვფიქრობ იმაზე, თუ რას გავაკეთებ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ. შესაძლოა, მწვრთნელი გავხდეს, შესაძლოა, სხვა საქმეს მოვკიდო ხელი.“

„საუკეთესო გოლი? „პანენკა“ ძალიან კარგად მახსოვს, მაგრამ „ატლეტიკოს“ კარში გატანილი ბურთი ჩემთვის საოცარი გახლდათ.“

„როდესაც მიზანს ვაღწევთ, მთელი გუნდი ბედნიერია და მთელ ქალაქს სიხარული მოიცავს.“

„სამ ფეხბურთელს გამოვყოფ, რომელიც დაცვაში გაუვალი იყო. პაოლო მალდინი, ბეკენბაუერი და რაღა თქმა უნდა, მადრიდის „რეალის“ საამაყო კაპიტანი, ფერნანდო იერო.“

„არაერთი საუკეთესო მოგონება მაქვს, რომელთაგან გამოვყოფ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების მოგებას, საკლუბო დონეზე კი ჩემპიონთა ლიგას.“

„მსურს წინსვლა გავაგრძელო და წარმატება მივაღწიო, როგორც ეროვნულ გუნდში, ასევე სამეფო კლუბში.“

„არასდროს დამავიწყდება ჩემი პრეზენტაცია მადრიდის „რეალში“, პირველი შეხვედრის ჩატარება „მერენგების“ მაისურით და ლისაბონის ფინალი.“

„მადრიდი ჩემი სახლია, წარმოვადგენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს და დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული. კაპიტნის სამკლაურის მორგება დიდი პატივია.“

„გულშემატკივარი არასდროს კარგავს რწმენას, მადრიდული გუნდი ყოველთვის მზად არის საბრძოლველად.“

„ჩემპიონთა ლიგის მე-11 თასი არის ის, რისთვისაც მადრიდული გუნდი მუხლჩაუხრელად, ყოველდღე შრომობს.“ dle 10.1

  • Hala
  • 2 დეკემბერი 2015
  • 3847
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)