ბენიტესი:„ნუ გავიწყდებათ, რომ ხამესმა 2 თვე იუქმა“

რაფაელ ბენიტესმა „კადისთან“ მატჩის წინ პრესკონფენრეცია გამართა...


„მარსელო სრულიად მზად არ არის, აქედან გამომდინარე ბრაზილიელი ფეხბურთელი განაცხადს მიღმა დარჩება, ის ჩვენ ძალიან გვჭირდება, აქედან გამომდინარე, რისკის გაწევა ურიგოდ მიმაჩნია.“

„კარიმ ბენზემას ჩემგან 100%-იანი მხარდაჭერა აქვს. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ფრანგი მოთამაშეს გარეშე ჩვენი შეტევითი ხაზი სრულყოფილი არ არის. „ცხრიანი“ გუნდში ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს. მინდა მხარდაჭერა აღვუთქვა კარიმს.“

„ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნება რთულია, ბენზემას არაერთი პრობლემა ჰქონდა, რომელიც წარსულს ჩაბარდა.“

„რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ხამეს როდრიგესთან პრობლემები მაქვს, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ კოლუმბიელმა ფეხბურთელმა 2 თვე იუქმა და 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არის. ყოველთვის ვაძლევ შანსს იმ ფეხბურთელს, რომელიც ბოლომდეა მზად. მერწმუნეთ, როდრიგესის კონდიცია სრულად დამაკმაყოფილებელი არ იყო.“

„ხამესმა „ეიბარის“ წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურად ითამაშა და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, ისევე როგორც კრიშტიანო რონალდუმ და გარეთ ბეილმა.“

„გულშემატკივარს სურს, რომ ხამესი მუდმივად საუკეთესო კონდიციაში იხილოს, ამისთვის კი დროა საჭირო. ჩვენს შორის კომუნიკაცია შედგა და განვიხილეთ დეტალები. კოლუმბიელი აუცილებლად მივა ფორმის პიკამდე.“

„ოქროს ბურთი? რა თქმა უნდა, მხარს კრიშტიანო რონალდუს ვუჭერ.“

„დრო მოვა, როდესაც კრიშტიანოსაც შეეხება როტაცია, ის რობოტი არ არის.“

„სამეფო თასი პატარა გამოწვევა არ არის. მადრიდის „რეალმა“ ცოტა ხნის წინ მოიგო ეს ტიტული, მაგრამ ახლა ჯილდო დასაბრუნებელია. ვეცდები, გუნდი მოსაგებად განვაწყო.“

„კატალონიელებზე საუბარი არ მსურს, თუმცა ისინი მართლაც კარგ ფორმაში არიან და შესანიშნავ შედეგებს აჩვენებენ.“

„კანტერანოები? არ ვიცი, ჯერ არ შემირჩევია შემადგენლობა. შესაძლოა, რომელიმეს შანსი მიეცეს.“

„მეტოქე წლების წინ ლა ლიგაში ასპარეზობდა, მაგრამ შემდეგ ჩავარდნა დაეწყო. ვფიქრობ, „კადისი“ მიმდინარე სეზონში პროგრესირებს და შეუძლია უმაღლეს ლიგაში დაბრუნება. საგარეო მატჩში წარმატება მნიშვნელოვანი იქნება.“ dle 10.1

  • Hala
  • 1 დეკემბერი 2015
  • 4580
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)