ხამესი წასვლაზე დაფიქრდა
ხამეს როდრიგესი მადრიდის „რეალიდან“ აბარგებაზე დაფიქრდა...
გავრცელებული ინფორმაციით, ხამეს როდრიგესის ამჟამინდელი სიტუაცია არასახარბიელო და არადამაკმაყოფილებელია, ვინაიდან მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის ცუდი ურთიერთობაა ჩამოყალიბებული.
კოლუმბიელ ფეხბურთელს დამრიგებლისგან არაერთი ისეთი რეპლიკა აქვს მოსმენილი, რომელსაც ბევრი არ მოითმენდა.
„შენზე ბევრად უკეთესი მოთამაშეები მყავს“, „გუნდის სქემაში ვერ ჯდები“ და ასე შემდეგ. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ წინადადებისა, რომელსაც ბენიტესი ვარჯიშებზე ამბობს.
როდრიგესის ოცნება ყოველთვის „რეალი“ იყო, მაგრამ მისი სიტუაცია არც ისე სახარბიელოა, აქედან გამომდინარე კოლუმბიელი წასვლაზე დაფიქრდა.
ექსპერტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ როდრიგესი ბენიტესმა უკვე შეიწირა.
- 28 ნოემბერი 2015
- 4739
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.