ხამესის სათამაშო დრო: 84% ანჩელოტის დროს, 38% ბენიტესის დროს

ციფრები ყველაფერზე მეტყველებს. ხამესს "მადრიდის რეალის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი არ ენდობა.


ბენიტესი აცხადებს, რომ მას არანაირი პრობლემა არ აქვს ფეხბურთელებთან, მაგრამ ხამესის შემთხვევაში ციფრები სხვანაირად მეტყველებენ და ეწინააღმდეგებიან მთავარი მწვრთნელის სიტყვებს. კოლუმბიელი ფეხბურთელი 17 ჩატარებული შეხვედრიდან ექვსში მწყობრში იყო (თერთმეტი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა), ხოლო ბენიტესმა 540 შესაძლო წუთიდან ის მხოლოდ 206 წუთი ათამაშა, რაც საერთო დროის 38%-ია. მიუხედავად ამისა, მან სამი წოლი და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა... კოლუმბიელი ფეხბურთელი "მადრიდის რეალს" წინა სეზონში შეუერთდა და მაშინვე იქცა ანჩელოტის ფავორიტად. ანჩელოტის დროს კლუბის მიერ ჩატარებული 46 შეხვედრაში (12 შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა და ერთიც დაგროვილი ყვითელი ბარათის გამო) მან მონაწილეობა 44-ში მიიღო, როგორც სასტარტოდან, ხოლო ორში კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. საერთო ჯამში, ანჩელოტის დროს ხამესს 3 507 წუთი ჰქონდა ნათამაშევი 4 140 შესაძლო წუთიდან , რაც 84%-ია. სრულიად საპირისპირო რამ ხდება ბენიტესის დროს.

ყველას კარგად ახსოვს ხამესის სიტყვები, როცა ანჩელოტი იქნა განთავისუფლებული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, მაშინ მან განაცხადა, რომ " ძნელი იქნება ანჩელოტიზე ძლიერი მწვრთნელი მოყვანა. მან იცის, რას წარმოვადგენთ და რა შეგვიძლია." ბოლოს კი ანჩელოტის ტვიტერის საშუალებით დაემშვიდობა: "მადლობა ყველაფრისთვის. თქვენგან ბევრი რამე ვისწავლე"... ზაფხულში კი ბენიტესი მოვიდა , რომელსაც ხამესისთვისაც მოჰყვა პრობლემები.

წყარო: AS dle 10.1

  • shvela
  • 27 ნოემბერი 2015
  • 2797
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)