ბენიტესი:„პრეზიდენტის მხარდაჭერა ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია“

„რეალის“ თავკაცმა პრესკონფერენცია გამართა...


„ლა ლიგაში საქმე შესანიშნავად მიგვდიოდა, მაგრამ ზედიზედ ორმა წაგებულმა შეხვედრამ ბევრი პრობლემა შექმნა. გუნდი უნდა გაერთიანდეს და საერთო მიზნისთვის იბრძოლოს. ფლორენტინო პერესის მხარდაჭერა ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო.“

„კრიტიკა ყოველთვის მოდის. რაც „რეალს“ ჩავუდექი სათავეში, მუდამ უარყოფითი მესმის, მაკრიტიკებდნენ მაშინაც, როდესაც წაგება არ მქონდა და პირველ ადგილზე ვიყავი, მაკრიტიკებენ ახლაც. ზოგადად, წაგების შემდეგ ვარჯიში რთულია, ვინაიდან ფეხბურთელები წნეხის ქვეშ ექცევიან.“

„დამარცხების შემდეგ გუნდი შეიკრიბა და ანალიზი გავაკეთეთ. სიმართლე გითხრათ, თითოეული ფეხბურთელი მოტივირებულია, რომ პრობლემების დროული აღმოფხვრა მოხდეს.“

„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვთვლი, რომ შემიძლია მადრიდის „რეალი“ საუკეთესო გუნდი გავხადო. უარყოფითის გაგება სამწუხაროა, მაგრამ არსებობს მთელი რიგი ადამიანებისა, რომელიც უბრალოდ მიპირისპირდება. კონცენტრაციას მხოლოდ მუშაობაზე ვახდენ, მე ჩემი საქმე მაქვს, რაშიც სისულელეების მოსმენა არ შედის.“

„საკუთარ შეგირდებს ყოველთვის ვაძლევ შანსს. როტაცია აუცილებელია ფეხბურთელთა დასვენებისთვის და ახალი სახეების შესაძლებლობათა წარმოჩენისთვის, ამის გარეშე გამორიცხულია.“

„გუნდმა ინდივიდუალური თვალსაზრისით ბევრი ასპექტი უნდა დახვეწოს, მაგრამ მთავარი კოლექტიური მუშაობაა.“

„ჩემპიონთა ლიგაზე უკვე დიდი ხანია არ დავმარცხებულვართ, რაც ნამდვილად დასაფასებელი გახლავთ. იმედი მაქვს, აღებულ კურსს არ გადავუხვევთ.“

„ნახევარდაცვა ძალიან კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ლუკა მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი და სხვები, მათ შეუძლიათ შესანიშნავი რგოლის შექმნა და გუნდის წარმატებაში უმნიშვნელოვანესი როლის შეტანა.“

„მე არ მაქვს კომპლიქტი და მითუმეტეს დაპირისპირება კრიშტიანო რონალდუსთან.“

„მესმის, რომ ქომაგები აღშფოთებულნი არიან, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, შეცდომები გაანალიზებულია.“

„ფლორენტინო პერესის მხარედაჭერა მნიშვნელოვანია, როგორც ჩემთვის, ასევე თითოეული ფეხბურთელისთვის. პრეზიდენტი გუნდის პირველი პირია, რომლის აზრს და სიტყვებს პრიორიტეტი ენიჭება. მადლობელი ვარ.“

„მნიშვნელოვანი მატჩების წაგების შემდეგ, საჭიროა კონცენტრაცია ხვალინდელ დაპირისპირებაზე გავაკეთოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ, რომელიც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.“ dle 10.1

  • Hala
  • 24 ნოემბერი 2015
  • 10832

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)