პერესი: „ბენიტესს სრულ ნდობას ვუცხადებთ“

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, სრული ნდობა გამოუცხადა მთავარ მწვრთნელს.


„მე აქ ვიმყოფები იმისათვის, რომ გაგაცნოთ „ხუნტა დირექტივის“ სხდომის გადაწყვეტილება.ჩვენ გულისხმიერად გავაანალიზეთ გუნდში არსებული სპორტული სიტუაცია და მინდა გითხრათ, რომ სრულ ნდობას ვუცხადებთ და გვჯერა რაფაელ ბენიტესის.“

„ბენიტესი პროფესიონალი, გამოცდილი და დიდი შესაძლებლობების მქონე დამრიგებელია.ნამდვილად მესმის გულშემატკივრების აღშფოთება შაბათის შეხვედრის შემდეგ, თუმცა ვთვლით, რომ თავდაუზოგავი, სერიოზული და კოლექტიური მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რა თქმა უნდა, მადრიდისტებთან ერთად.“

„რაფაელმა სულ ახლახან დაიწყო თავისი მოღვაწეობა სამეფო კლუბში და მოდით, მივცეთ დრო.დარწმუნებული ვარ, გამარჯვებები აუცილებლად იქნება.მას მხოლოდ 4 მატჩი დასჭირდა იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზური მოეპოვებინა და ამასთანავე, ბოლო 2 ტურამდე, წაუგებლად, პირველ ადგილს იკავებდა პრიმერა დივიზიონში და ეს ყველაფერი, სერიოზული ტრავმიანობის ფონზე მიმდინარეობდა.“

„ჩვენ დიდებული გუნდი გვყავს, შესანიშნავი ფეხბურთელებით.მათ ძალუძთ გულშემატკივრების გულების გახარება.დირექტორთა საბჭოსა და ჩემთვის, პირველ რიგში დგას წარმატება და სტაბილურობა.“

„ვიმეორებ, რომ მესმის ჩვენი გულშემატკივრების, მაგრამ მათი დახმარებისა და გვერდში დგომის იმედი გვაქვს.ახლა, ფეხბურთელებს ისე სჭირდებათ გამხნევება, როგორც არასდროს.“

„ვერ დაგეთანხმებით, რომ გუნდმა შესაბამისი განწყობა ვერ შეიქმნა „კლასიკოს“ წინ.ჩვენ ჩავატარეთ ცუდი შეხვედრა და ეს მთელმა მსოფლიომ დაინახა.შესაძლებელია, ამის მიზეზი, მოთამაშეების არასათანადო ფორმა იყოს, რამეთუ ლიდერები ახლახან დაბრუნდნენ ლაზარეთიდან.“

„დირექტორთა საბჭორს სხდომაზე საუბარი არ ყოფილა პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებზე.ჩვენ მხოლოდ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გავაანალიზეთ და ნდობა გამოვუცხადეთ ბენიტესს.გვჯერა, რომ ის გამოასწორებს სიტუაციას, რომელიც იანვრიდან მოყოლებული გრძელდება.“

„მე შაბათს ვესაუბრებ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს.“

„ერთი წუთითაც არ გვეპარება ეჭვი ბენიტესის შესაძლებლობებში.მას ესაჭიროება გარკვეული დრო და ოპტიმალური შემადგენლობა.“

„3 წელი საკმარისი დროა დამრიგებლისათვის, რომ თავისი პოტენციალი გამოავლინოს.“

„სიმართლე გითხრათ, ბევრ რამეში ვარ დამნაშავე.ჩვენ არ შეგვიძლია სისტემატურად პრესკონფერენციების ჩატარება, გარკვეული ინფორმაციების უარყოფის მიზნით.გუშინ, რომელიღაც რადიომ გადმოსცა, რომ მე, რონალდუს აგენტმა და „პსჟ“-ს პრეზიდენტმა ერთად ვივახშმეთ, რაც დიდი სიცრუეა.ამასთანავე, დაწერეს, რომ თითქოს კრიშტიანუმ თავისი უკმაყოფილება გამიმხილა ბენიტესის მიმართ.მსგავსი სიახლეები მხოლოდ ტყუილზეა აგებული.ამიერიდან, ნებისმიერ ასეთ თმებას რეაგირების გარეშე არ დავტოვებ.“

„მესმის, რომ მადრიდში მოთხოვნის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია. „ბარსელონამაც“ მიიღო 4 გოლი „ატლეტიკოსა“ და „სელტასგან,“ თუმცა ასეთი გამოხმაურება არ ყოფილა.ჩვენ უბრალოდ საშინელი თამაში ჩავატარეთ.“

„ბენიტესი მზად არის გამოასწოროს სიტუაცია.“

AS
dle 10.1

  • Nodarii
  • 24 ნოემბერი 2015
  • 5117

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)