წითელმა ბარათმა ისკოს კარიერაში გარდატეხა შეიტანა?

ყველასთვის ცნობიალია, რომ "ელ კლასიკოზე" ისკომ უხეშობის გამო წითელი ბარათი მიიღო და მას მოედნის დატოვება დროზე ადრე მოუწია. ექსპერტების ვარაუდით ეს ფაქტი მის კარიერაში გარდატეხას შეიტანს.


რაფა ბენიტესის გადაწყვეტილებით "ბარსელონასთან" ძირითად შემადგენლობაში ხამეს როდრიგესი მოხვდა, რომელმაც, სიმართლე რომ ვთქვათ, ღირებული ვერაფერი გააკეთა. სწორედ ამიტომ, ესპანელმა სპეციალისტმა იგი მინდვრიდან გაიყვანა. როდრიგესის ადგილი კი ისკომ დაიკავა.

პირველივე ბურთის მიღებიდან ფანები, ფეხბურთის ექსპერტები და კომენტატორები დარწმუნდნენ, რომ სასტარტოში ხამესის ნაცვლად სწორედ ისკო ყოფილიყო. ესპანელი სპეციალისტი დიდებულად შემოვიდა, თუმცა ნეიმარის წინააღმდეგ უხეში ქმედების გამო, მას მთავარმა არბიტრმა მოედანი დაატოვებინა.

გასახდელში ისკომ თავის თანაგუნდელებთან ეს მომენტი გაარჩია. ახალგაზრდა ნახევარმცველის განცხადებით, მას ნერვებმა უმტყუნა და ეს ყველაფერი იმით ახსნა, რომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომის დროს თავის გუნდს არაფერი გამოსდიოდა, ამან გააღიზიანა და მინდორზე შემოსულმა მთელი თავისი შესაძლებლობების რეალიზება სცადა, თუმცა "რეალს" მაინც არაფერი გამოსდიოდა. ბოლოს კი კონტრ იერიშის შესაჩერებლად ისკომ ნეიმარს ფეხი უკნიდან ამოარტყა.

ამ უხეშობის შემდეგ მადრიდელთა 22 ნომერს ბერნაბეუზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ოვაციები მიუძღვან. ეს არ იყოს გამოწვეული იმით, რომ ისკომ ნეიმარის "მოჩეხა". აპლოდისმენტები და გამამხნევებელი შეძახილები "რეალის" ფეხბურთელმა მონდომების და დიდი ძალისხმევის შედეგად დაიმსახურა.

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 23 ნოემბერი 2015
  • 6645

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)