ბეილი:„„ელ კლასიკოში“ გატანილი გოლი ჩემი მეხსიერებიდან არ წაიშლება“

გარეთ ბეილმა „Bwin“-თან მოახლოვებულ შეხვედრაზე ისაუბრა...


„„ელ კლასიკო“ არის დაპირისპირება, სადაც ორი უძლიერესი მხარე იღებს მონაწილეობას. „რეალისა“ და „ბარსელონას“ პაექრობას მრავალწლიანი მნიშვნელობა აქვს. კლუბებს შორის ყოველთვის საოცარი დაპირისპირებაა. ჩვენ ერთმანეთს ვებრძვით როგორც ლა ლიგაში, ასევე „ლა კოპასა“ და ჩემპიონთა ლიგაში. ეს თამაში ყოველთვის უნიკალური და ძალიან საინტერესოა.“

„დარწმუნებული ვარ, კატალონიელები სათამაშო სტილს არ შეცვლიან და ეცდებიან შეგვიტიონ, მაგრამ არც ჩვენ ვაპირებთ უკან დახევას. შეხვედრა „ბერნაბეუზე“ იმართება და ვალდებულნი ვართ, გავიმარჯვოთ და აქტივში უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩავიწეროთ. ვიმედოვნებ, ლუის ენრიკე გუნდი გოლები გატანას ვერ შეძლებს, ჩვენ კი შეტევებს სათანადოდ დავაგვირგვინებთ.“

„კრიტიკოსები არასდროს გაჩერდებიან. გუნდში სერიოზული ტრავმიანობა იყო, ახლა კი სიტუაცია შედარებით გამოსწორებულია. ჩვენ კიდევ შეგვიძლია მომატება და უკეთესი შედეგების დაფიქსირება, თუმცა სტატისტიკის მიხედვით, ძალიან კარგად გამოვიყურებით. სეზონი უკვე დიდი ხნის დაწყებულია, მაგრამ მხოლოდ ერთხელ დავმარცხდით.“

„მიმდინარე სეზონში ბევრი ვერ ვითამაშე, ვინაიდან ტრავმა მქონდა და დაახლოებით 6 კვირის მანძილზე ვერ ვახერხებდი სრულფასოვან ვარჯიშსა და მოედანზე გასვლას.“

„ახლა უკვე მსურს, რომ თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო და გუნდის დახმარება შევძლო.“

„ფიზიკური მონაცემებით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, ძალიან სწრაფი ვარ და მაქვს იმის ძალა, რომ 90 წუთის მანძილზე მოწოდების სიმაღლეზე ვიდგე.“

„სამეფო თასის ფინალში გატანილი გოლი, ჩემი ცხოვრების მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება, ვინაიდან ეს მართლაც საოცარი მომენტი იყო. ყველაფერს კი ის დაემატა, რომ ამ გოლმა გამარჯვება მოგვიტანა და თასს დავეუფლეთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 ნოემბერი 2015
  • 3814
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)