ფლორენტინო პერესის გამოსამშვიდობებელი წერილი რაულ გონსალესს

მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ფლორენტინო პერესის ოფიციალური წერილი განთავსდა...


„როდესაც ვსაუბრობთ მადრიდის „რეალზე“, აუცილებად უნდა ვისაუბროთ რაულზე, რომელმაც კლუბში წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. რაული და „რეალი“ ერთი ცნებაა. რაული ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების ერთობლიობის სიმბოლოა.“

„როგორც პრეზიდენტი, პრივილეგირებული ვარ, რადგან ვსაუბრობ ადამიანზე, რომელმაც მთელი საფეხბურთო კარიერა სწორედ „ბლანკოსს“ შესწირა. გონსალესი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშე „მერენგების“ ისტორიაში.“

„ჩვენ ყველას ერთი გზა გვაერთიანებს, რასაც მადრიდის „რეალის“ წარმატება ჰქვია.“

„მადრიდის „რეალის“ თითოეულმა გულშემატკივარმა იცის, რომ გონსალესი შრომის და ბრძოლისუნარიანობის სიმბოლო იყო გამარჯვებული მენტალიტეტი კი მუდამ თანს სდევდა.“

„კლუბის 113 წლიან ისტორიაში, 16 წელი განსაკუთრებული მხოლოდ იმიტომ იყო, რომ თეთრი მაისური სწორედ ბლანკოს ეცვა.“

„16 სეზონის მანძილზე, რაული ამტკიცებდა, რომ მადრიდული გიგანტის ერთგული იყო.“

„რაული სამაგალითოა, როგორც მოქმედი, ასევე მომავალი ფეხბურთელებისათვის, რომლებიც „ბლანკოსის“ მაისურს მოირგებენ, ის საოცარო ფიგურაა.“

„გონსალეს ბლანკომ „ბლანკოსის“ მაისურით 741 მატჩი ჩაატარა. ვიმეორებ, 741 დაპირისპირბა, სადაც აჩვენებდა თავის სიმამაცეს და კლასს. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელმაც მთელი ამ ხნის მანძილზე მოიპოვა ხალხის მხარდაჭერა და დიდი სიყვარული.“

„რეკორდული რაოდენობის მატჩები, უამრავი გოლი, დიდი სიყვარული და პატივისცემა - ეს სწორედ ჩვენი გუნდის დიადი კაპიტანია.“

„სადაც არ უნდა იყოს, ალფრედო დი სტეფანო, ის დღეს ჩვენს გვერდითაა და პატივს მიაგებს რაულს, რომელიც მისი ღირსეული მემკვიდრე იყო.“

„მადლობა რაულს იმისათვის, რომ გუნდს ძალიან ბევრი ტიტულის მოგებაში დაეხმარა. მადლობა იმისათვის, რომ ასეთი პროფესიონალია, მადლობა იმისათვის, რომ მას ყოველთვის კარგად ესმოდა ჩვენი, მადლობა იმისათვის, რომ გონსალესის მკერდზე ყოველთვის „რეალის“ ლოგო იყო გამოსახული.“

„რაულ, შენ ხარ თეთრი ლეგენდა, შენთვის ყოველთვის ღიაა მადრიდის „რეალის“ კარი. შენ ხარ სამაგალითო თითოეული მადრიდისტასთვის.“

პატივისცემით, ფლორენტინო პერესი dle 10.1

  • Hala
  • 16 ნოემბერი 2015
  • 4115
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)