რონალდუ „იუნაიტედში" გადასვლის მიზეზებზე

კრიშტიანო რონალდუმ მანჩესტერ „იუნაიტედის" ყოფილ მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონზე ისაუბრა და მას "დაუჯერებელი" ადამიანი უწოდა. გარდა ამისა, პორტუგალიელმა განმარტა ის მიზეზები, რის გამოც ინგლისში გადაბარგდა.


„ჩემი „იუნიატედში" გადასვლა მეტწილად სერ ალექს ფერგიუსონის სახელთან არის დაკავშირებული. მახსოვს, ჩვენ გვქონდა მცირე საუბარი, როცა ლისაბონის „სპორტინგი" მანჩესტერ „იუნიატედის" წინააღმდეგ თამაშობდა. მან მითხრა: „მისმინე, შენით დაინტერესებული ვარ. მინდა, რომ მანჩესტერს შემოუერთდე."

„ზუსტად ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემი მანჩესტერში გადასვლა. ის დაუჯერებელი ადამიანია. ხალხი მას არ იცნობს, თუმცა მე ვიცნობ და შესანიშნავად ვიცი ეს. ის დაუჯერებელია. მთელი ამ დროის მანძილზე, შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა."


„სერ ალექს ფერგიუსონი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია.“

„ფეხბურთის შოტლანდიელმა სპეციალისტმა მართლაც საოცრებები ჩაიდინა და ოქროს ასოებით ჩაწერა საკუთარი თავი ისტორიაში.“

„დიდ ბოდიშს ვუხდი პელეგრინის, ჟოზე მოურინიოს, კარლო ანჩელოტის და რაფაელ ბენიტესს, მაგრამ ჩემთვის ფერგიუსონამდე ვერასდროს ვერავინ მივა, ის მართლაც განსაკუთრებულია.“

„წლების წინ მამა გარდამეცვალა, რომელიც სწორედ სერ ალექსმა შემიცვალა, ის მართლაც ისე მექცეოდა, როგორც მამა. დღემდე მუდმივი კონტაქტი გვაქვს და ერთმანეთს პატივს ვცემთ.“

„როგორც უკვე ბევრჯერ მითქვამს, ფერგი ჩემთვის მამასავით არის ფეხბურთში. ვაფასებ რაც ჩემთვის გააკეთა. მანჩესტერში 6 სეზონი გავატარე და მოვიგე, როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური ტიტულები." - აცხადებს პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი.

აქვე შეგახსენებთ, რომ რონალდუმ "რეალის" მაისურით 315 მატჩი ჩაატარა და 326 გოლი გაიტანა.


realmadridnews.com dle 10.1

  • Dufresne
  • 14 ნოემბერი 2015
  • 6437
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)