კასილიას და მაიორალის დებიუტი შედგა

მადრიდის "რეალის" მაისურით პირველი შეხვედრა ჩაატარეს ლა ლიგის ეგიდით კიკო კასილიამ და ბორხა მაიორალმა. მატჩის დასრულების შემდეგ, "თეთრების" დებიუტანტებმა კომენტარებიც გააკეთეს.


ბორხა მაიორალი:

"უზომოდ ბენიერი ვარ. დღევანდელი დღე არასდროს დამავიწყდება, რადგან პირველად ვითამაშე ლა ლიგაში მადრიდის "რეალის" მაისურით. ამას მრავალი წლის განმავლობაში ველოდეი. 87-ე წუთზე გამოვედი მინდორზე და გამახსენდა მშობლები, ჩემი ძმა და მეგობრები, რომლებიც მგულშემატკივრობდნენ და მამხნევებდნენ. აქამდე სათადარიგოთა სკამზე ხშირად მიწევდა ყოფნა, თუმცა მინდორზე გამოსვლა არცერთხელ მომწევია. დღეს კი როგორც იქნა, ოცენბა ამიხდა."

"გასახდელში ხშირად ხდება სასაცილო და მხიარული ფაქტები. მატჩის დასრულების შემდეგ, ჩემმა თანაგუნდელებმა ჩემი სადებიუტო მაისური ჩუმად აიღეს, ყველამ თავისი ხელმოწერა გააკეთა, რის შემდეგაც მაისური კვლავ დამიბრუნეს. ამით გუნდელებმა გამახარეს და მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო."

კიკო კასილია:

"დღეს პირველად ვითამაშე ლა ლიგაში მადრიდის "რეალის" მაისურით. როგორც მოგეხსენებათ, მე სამეფო კლუბის აღზრდილი ვარ. 14 წლის ვიყავი, როდესაც "ბლანკოსში" ჩავირიცხე და მას შემდეგ ვოცნებობდი პირველი გუნდის შემადგენლობაში მოხვედრას. სამწუხაროდ მე "რეალის" დატოვება მომიხდა, თუმცა წელს დავბრუნდი და როგორც ხედავთ დებიუტიც შედგა."

"მატჩი ძალიან საინტერესო იყო. მოხარული ვარ მოპოვებული სამი ქულით. სამწუხაროდ ერთი ბურთი გავუშვი, მაგრამ ვეცდები მომდევნო შეხვედრებში კარი მშრალად შევინახო. გოლკიპერებს ხშირად არ ეძლევათ შანსი, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მომენტი უნდა გამოვიყენო და თავი გამოვიჩინო."

Realmadrid.com dle 10.1

  • Junior
  • 1 ნოემბერი 2015
  • 2221
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)