მარსელო:„მომდევნო თვე მნიშვნელოვანი იქნება“

მარსელო ვიეირამ მადრიდის „რეალის“ კალენდარზე ისაუბრა...


„საბედნიეროდ, ტრავმირებული ფეხბურთელები ბრუნდებიან და გუნდში არსებული პრობლემები ნაწილობრივ მოგვარდება. სეზონი უკვე გახურებულია, აქედან გამომდინარე გუნდმა მაღალი ხარისხი უნდა აჩვენოს.“

„პეპეს დანაკლისი ბევრს ნიშნავს. როდესაც პორტუგალიელი ფეხბურთელი განაცხადშია, დაცვა საიმედოდ გამოიყურება.“

„ხამეს როდრიგესის არყოფნამ ძალიან ბევრ შეხვედრაში დაგვასვა დაღი. კოლუმბიელი ფეხბურთელი დიდ როლს ასრულებს.“

„მომდევნო თვეში უმძიმესი მატჩების გამართვა გვიწევს.“

„პარიზში ვიზიტის შემდეგ მივხვდით, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია. სანტიაგო ბერნაბეუზე ლორან ბლანის გუნდის დამარცხებას ვაპირებთ. თუკი შემადგენლობა შეივსო, ჩვენ გაცილებით მეტი შანსი გვექნება.“

„დანილო ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ კარვახალის სახით უდიდესი კონკურენტი ჰყავს, ამიტომ ბოლომდე უნდა იბრძოლოს და მოვლენების განვითარებას მიჰყვეს.“

„რონალდუ? პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კარგად იცის რა ევალება, მისთვის კრიტიკა ბუნებრივი მოვლენაა, პასუხად კი უამრავ გოლს იტანს.“

„არ ვფიქრობ, რომ ოქროს ბურთის მფლობელმა ყოველ სეზონში 60 გოლი უნდა იტანოს, ეს ფაქტობრივად, წარმოუდგენელი გახლავთ.“

„არავინ დაძრახავს რონის თუ ბევრს ვერ გაიტანს იმ შემთხვევაში, თუ გუნდი ჩემპიონთა თასს მოიგებს.“

„9 ტურში 7 გოლი და ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი უმნიშვნელოვანესი ბურთები. ეს ცუდი შედეგია? მე ვფიქრობ, რომ გასაოცარი.“

„ანდალუსიურ „სევილიასთან“ დაპირისპირება არასდროს ყოფილა იოლი, მაგრამ პრიმერაში სიტუაცია იმდენად დაძაბულია, რომ ვალდებულები ვართ გავიმარჯვოთ და აქტივში 3 ქულა ჩავიწეროთ. უნაი ემერის გუნდმა სეზონი არც ისე შთამბეჭდავად დაიწყო, მაგრამ ახლა უკვე ნათელია, რომ ანდალუსიელები ათამაშდნენ.“

„მადრიდული გიგანტის მაისურით 25 გოლის გატანა მოვახერხე, თუმცა არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც უკანახაზში თამაშობდნენ და ჩემზე გაცილებით მეტი შეძლეს.“

„ვიმედოვნებ, ნაყოფიერად ვიასპარეზებ და გოლების გატანასაც მოვუმატებ.“ dle 10.1

  • Hala
  • 26 ოქტომბერი 2015
  • 3816
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)