ლიონს მაჰამადუ დიარას დაბრუნება სურს

საფრანგეთის ლიონი დაინტერესებულია მადრიდის რეალის მალელი საყრდენი ნახევარმცველით...


საქმე ეხება მაჰამადუ დიარას, რომელიც ,,ბლანკოსში” გადმოსვლამდე სწორედ ლიონში ირიცხებოდა, მალელი ფეხბურთელი სწორედ ფრანგულ კლუბში თამაშის დროს პროგრესირებდა და მიიპყრო რეალის ყურადღება. მოგეხსენებათ დიარამ შარშანდელი სეზონი ტრავმის გამო თითქმის სრულად გამოტოვა, ამიტომ მადრიდელები იძულებულნი გახდნენ, რომ გადაებირებინათ მისი პოზიციის მოთამაშე, რეალმა ლასი იყიდა, რომელმაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი.

ლასანა წინასასეზონო მომზადებასაც ყოველგვარი პრობლემების გარეშე გადის, იგი ძირითად შემადგენლობაში კვლავ გამოდის, მაჰამადუს კი პრობლემები ექნება და მომავალ სეზონში სამეფო კლუბის სასტარტოში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება.

ლიონმა რეალს გუნდის უდავო ლიდერი კარიმ ბენზემა დაუთმო და იმედი აქვს, რომ ,,ბლანკოსი” მაჰამადუს დაუთმობს. ფრანგები ფეხბურთელის სანაცვლოდ 16 მილიონ ევროს იხდიან, მოლაპარაკებები ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა, როგორც ფრანგული პრესა იუწყება, რამდენიმე დღეში მადრიდში ლიონის წარმომადგენელი გაემგზავრება და აწარმოებს მოლაპარაკებებს მალელ ფეხბურთელთან დაკავშირებით. dle 10.1

  • Hala
  • 22 ივლისი 2009
  • 3633
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)