ბენიტესი: „ჩვენი ციფრები შთამბეჭდავია“

სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, „პესეჟესთან“ მატჩამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.რაფაელ ბენიტესი არ მიიჩნევს, რომ მისი შეგირდები დაცვით ფეხბურთს თამაშობენ.


„ბლანის სიტყვებს ვერ დავეთანხმები.ვთვლი, რომ ჩვენ შეტევით ფეხბურთზე ვართ კონცენტრირებულნი.მწვანე მინდორზე გოლების გასატანად და მოსაგებად გავდივართ.“

„მოდრიჩმა სრული დატვირთვით იმუშავა განვლილი დღეების განმავლობაში და ახლა, თანაგუნდელებთან ერთად იმყოფება.ის მზად არის სათამაშოდ.რაც შეეხება ბეილს, მან დისკომფორტი იგრძნო „ლევანესთან“ შეხვედრაში და ამიტომაც შევცვალეთ შესვენებაზე.რა თქმა უნდა, მისი დანაკლისი მნიშვნელოვანია, თუმცა გარეთის გარეშეც შეგვიძლია გამარჯვების მოპოვება.“

„ჩვენ დიდებულ კლუბს დავუპირისპირდებით.პარიზელები დიდი ხნის განმავლობაში დაუმარცხებლად ასპარეზობენ საკუთარ კედლებში და ყოველწლიურად, აუმჯობესებენ შედეგების ჩემპიონთა ლიგაზე.ეს გამოწვევაა ჩვენთვის.“

„ხესეც და „რეალის“ ყველა ფეხბურთელიც 100 პროცენტით მზად უნდა იყვნენ თითოეული პაექრობის წინ.“

„ჯერ ვერ გეტყვით, ბეილს ისკო შეცვლის თუ სხვა.გადაწყვეტილებას მატჩის დღეს მივიღებ.“

„ჩემი ფეხბურთელები ბევრ დარტყმას ახორციელებენ მეტოქის კარის მიმართულებით.გუნდის შეტევით ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას და ამასთანავე, საიმედოდ ასპარეზობს დაცვაში.“

„მიუხედავად ტრავმებისა, შეხედეთ გუნდის ციფრებს.ვერავინ იტყვის, რომ შთამბეჭდავი არ არის.“

„ბურთის შენარჩუნება და მატჩის გაკონტროლება უნდა ვეცადოთ.რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ მეტოქეზე მეტი შედეგიანი დარტყმა განვახორციელოთ.“

„ცხადია, ბურთის ფლობა ნიშანდობლივია, თუმცა ფეხბურთელებმა მის გარეშეც უნდა იცოდნენ თამაში.“

„თქვენ საუკეთესო ფეხბურთელებს იხილავთ მოედანზე.“

„სიმართლე გითხრათ, კაზემიროს შესაძლებლობებით მოხიბლული ვარ.ის ყოველთვის ცდილობს ახალი თვისებების შეძენას.“

AS dle 10.1

  • Nodarii
  • 20 ოქტომბერი 2015
  • 4318
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)