ბლანი: „ჩვენი მეტოქე დაცვიდან თამაშობს“

პარიზული გუნდის თავკაცმა, ლორან ბლანმა, ჩ/ლიგის მესამე სათამაშო დღის შეხვედრამდე, პრესკონფერენცია მოიწვია.ფრანგი დამრიგებლის განცხადებით, ამ მომენტისათვის, სამეფო კლუბი დაცვით ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას.


„მადრიდის „რეალი“ ევროპული ფეხბურთის გიგანტია, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენზე, თუმცა საკუთარი ძალების უნდა ვირწმუნოთ და 90 წუთის შემდეგ გამარჯვება ვიზეიმოთ.

ჩვენ საკუთარ კედლებში ვიასპარეზებთ, სადაც შარშანდელ სეზონში, „ბარსელონას“ ძლევა მოვახერხეთ.საჭიროა ამბიციურობა, მეტოქის პატივისცემა და თავდაჯერება.

მადრიდელებს მეტად ყვართ კონტრ-შეტევებზე თამაში.აქედან გამომდინარე, ყურადღებით უნდა ვიყოთ ბურთის კონტროლის დროს.ვიმედოვნებ, ჩვენი ფილოსოფია, რომელიც ბურთის დაჭერაზეა დამყარებული, წარმატებას მოგვიტანს.

სამწუხაროდ, დავიდ ლუიზი ტრავმირებულია და ვერ დაგვეხმარება.

ვფიქრობ, „რეალი“ დაცვითი გუნდია, მაგრამ, ამასთანავე, ეფექტური.მიმდინარე სეზონში, ძალიან ცოტა გოლი გაუშვეს.ვერ გეტყვით, შეიძლება, თუ არა, ამჟამინდელ და შარშანდელ „ბლანკოსს“ შორის პარალელის გავლება.ანჩელოტის მიდგომამ გაამართლა და პრინციპში, იგივეს თქმა შეიძლება ბენიტესის მეთოდებზეც.“

Sports.Ru dle 10.1

  • nodarii
  • 20 ოქტომბერი 2015
  • 4200
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)