ფერნანდო იერო თბილისშია

ფერნანდო იერო საქართველოს დედაქალაქშია...


ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი - ფერნანდო იერო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ესტუმრა. ესპანელი ვეტერანი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად საქართველოში საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მოწვევით იმყოფება, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს - ლევან კობიაშვილსა და ფედერაციის გენერალურ მდივანს - დავით მუჯირს შეხვდა.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ ფერნანდო იერო გვესტუმრა. ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. მან მომილოცა პრეზიდენტად არჩევა და წარმატებები მისურვა.

ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე - თუ როგორ და რა ფორმით ვითანამშრომლებთ. ყოველთვის ვამბობდი და ვიმეორებ, რომ საერთაშორისო ურთიერთობები და კარგი კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ვეცდებით, ეს ყველაფერი ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ. იგივე გერმანულ მხარესთან, იგივე ესპანელებთან ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ურთიერთობები ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან კობიაშვილმა.

სფფ-ის პრესსამსახური dle 10.1

  • Hala
  • 20 ოქტომბერი 2015
  • 2760
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)