ისკო:„ჩემი აზრით „პსჟ“-ს სუსტი წერტილი არ აქვს“

საფრანგეთის დედაქალაქში გამგზავრების წინ, ისკო ალარკონმა „Bwin“-თან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა...


„ძალიან სრულყოფილ გუნდთან ჩავდივართ სათამაშოდ, რომელთაც ჰყავთ ძლიერი, მოძრავი და ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები. პარიზელებს ნებისმიერი მატჩის მოგება შეუძლიათ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მომდევნო ორი დაპირისპირება მეტად რთული იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ რაფაელ ბენიტესის დავალებები ზედმიწევნით შევასრულოთ და შეცდომები არ დავუშვათ, თითოეულ დეტალს დიდი მნიშვნელობა მიენიჭება.“

„ტრადიციას არც ამჟამად უნდა ვუღალატოთ, რაც ბევრი გოლის გატანასა და ძალიან ცოტას გაშვებაში მდგომარეობს. საკმაოდ კარგი ტენდენციაა, რომელიც პარიზელებთან არ უნდა დაირღვეს.“

„ჩვენ ჩავდივართ მხურვალე ქალაქში, სადაც შესანიშნავი სტადიონი აქვთ და ბოლომდე უჭერენ მხარს ფეხბურთელებს. ვფიქრობ, ქომაგები საინტერესო ფეხბურთს იხილავენ, მაგრამ ეჭვი მაპარება, რომ პაექრობა უხვგოლიანი გამოდგეს.“

„პარიზელებს არცერთ პოზიციაზე არ აქვთ პრობლემა. მეტიც, ჩემი აზრით მათ სუსტი წერტილი არ გააჩნიათ, თანაც არც ტრავმიანობის პრობლემა აქვს. მაღალი დონის ჩვენება მოგვიწევს.“

„კრიშტიანო რონალდუს კარგ თამაშზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ვფიქრობ, პორტუგალიელი შემტევი დიდ დახმარება გვანიჭებს. „შვიდიანის“ სტილში ვერავინ თამაშობს, მას განსაკუთრებული ნიჭი აქვს, ბევრს იბრძვის, შრომობს და შედეგს აღწევს.“

„რაულისთვის მადრიდის „რეალის“ მაისურის ტარება ყოველთვის დიდი პატივი იყო. „ბლანკოსს“ გონსალესის სახით დიდებული კაპიანი ჰყავდა, რომელმაც ისტორია შექმნა და სულ მალე დაემშვიდობება პროფესიონლურ ფეხბურთს.“

„ელ კაპიტანომ კარიერის განმავლობაში უამრავი ტიტულის მოპოვება მოახერხა, ის ნამდვილი პროფესიონალი იყო.“

„ინდივიდუალურ დონეზე ძალიან კარგი თამაში გუნდური წარმატების საწინდარია, თუმცა ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ საკუთარი პროფესიონალიზმის დემონსტრირების ნაცვლად გუნდის შესაძლებლობები ვაჩვენოთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 ოქტომბერი 2015
  • 2041
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)