ბენიტესი:„გარკვეულ მომენტებში სიზუსტე გვაკლდა“

რაფაელ ბენიტესმა მადრიდული დერბის შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა...


„პირველ ნახევარში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შემდეგ მეტი ზეწოლა წამოვიდა და ფეხბურთელებმა შეცდომების დაშვება დაიწყეს. გარკვეულ მომენტებში უზუსტობას ჰქონდა ადგილი. სამწუხაროდ, მხოლოდ 1 ქულა მოვიპოვეთ, საჭირო ორი ქულა კი გავანიავეთ და ცხრილის სათავეში ვერ აღმოვჩნდით.“

„კონტრ-შეტევაზეც არაერთი შანსი გვქონდა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში მოვიკოჭლებდით.“

„ქება და დიდება დიეგო სიმეონეს, რომელსაც შესანიშნავი უნდი ჰყავს, მათ ბოლომდე იბრძოლეს და არაფერი დაგვითმეს.“

„თითქმის მთელი მატჩის მანძილზე ვცდილობდით ბურთი გაგვეკონტროლებინა და „ატლეტიკოსთვის“ ჩვენი თამაში შეგვეთავაზებინა. ბოლო 15 წუთში შეცდომებმა იმატა და დავისაჯეთ.“

„პირველ ნახევარში ინტენსიურადაც ვთამაშობდით და ბურთზე კონტროლსაც ვამყარებდით, მეორე ნახევარში კი უფრო ინტენსიური „როხიბლანკო“ გახდა, რაც თამაშის შედეგსაც დაეტყო.“

„ძალიან მნიშვნელოვანია ყველა თამაშის მოგება, მაგრამ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ვიმედოვნებ, სანაკრებო ბატალიების შემდეგ გუნდს შემადგენლობის მხრივ პრობლემა არ ექნება და გამარჯვებების სერიას დაიწყებს.“

„ბენზემა იმიტომ გავიყვანე, რომ ცენტრში პრობლემები შეიქმნა. კოვაჩიჩის შემოსვლით, რონალდუმ წინ გადაიწია, ბეილს კი მეტი თავისუფლება მიეცა. უელსელი ფეხბურთელი მეტოქეთა ყურადღებას იქცევდა და პრობლემებს ქმნიდა.“

„კაზემირომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან საჭირო მოთამაშეა. ბრაზილიელი ფეხბურთელი მეორე სართულზე ბრწყინვალეა, ის ასევე ეფექტურად თამაშობს ართმევაზე.“

„კარვახალთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არაფერი ვიცი. ველოდები სამედიცინო შემოწმებას და ექიმების დასკვნას.“ dle 10.1

  • Hala
  • 5 ოქტომბერი 2015
  • 2878
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)