ბენიტესი:„რონალდუმ შეძლო ის, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერ აკეთებენ“

რაფაელ ბენიტესმა „მალმიოსთან“ გამარჯვების შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა...


„ძალიან გახარებული ვარ. შესანიშნავი საღამო იყო. კრიშტიანო რონალდუს რეკორდების სერია გრძელდება. პორტუგალიელმა ფეხბურთლმა შეძლო ის, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერ აკეთებენ. 500 გოლი და +1. დღეს „შვიდიანის“ ანგარიშზე 501 პროფესიონალური გოლია.“

„კარი მშრალად შევინახეთ, ყველა რგოლმა ეფექტურად ითამაშა და მეტოქეს 2 ბურთის სხვაობით მოვუგეთ. ბიჭებს დიდ მადლობას ვუხდი გაწეული სამუშაოსთვის.“

„მომენტის სიუხვე ამ მატჩშიც შეინიშნებოდა, ისევე როგორც „მალაგასთან“, მაგრამ ლა ლიგის წინა ტურში ქულები დავკარგეთ. ბურთის 70%-იანი ფლობა საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელია. მატჩის სადავეების ვაკონტროლებდით, მაგრამ იყო გარკვეული ხარვეზები, რომელზეც აუცილებლად გავამახვილებ ყურადღებას.“

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ მოედანზე გადახალისებული შემადგენლობა გამომეყვანა. როტაციამ გაამართლა, ფეხბურთელებმა შანსი მიიღეს და დავალებებს კარგად გაართვეს თავი, რაც ანგარიშზეც აისახა. ჩემი შეგირდები მაქსიმალურად იხარჯებიან და ბევრს შრომობენ იმისათვის, რომ სათამაშო დრო მიიღონ, სწორედ ამიტომ მათ ყოველთვის დაუფასდებათ მონდომება. გუნდის თითოეული მოთამაშე ფორმაში უნდა იყოს და არცერთს არ უნდა მიეცეს მოდუნების საშუალება.“

„ლუკა მოდრიჩს დასვენების საშუალება მივეცი, კაზემირო კი მოედანზე საწყისი წუთებიდან გამოვუშვი. ხორვატი ფეხბურთელი უნივერსალია, მას არაერთი ფუნქციის შესრულება შეუძლია. მეორე ნახევარში სადავეების ხელში დაჭერის მიზნით, ლუკა მოედანზე გავიდა და საკუთარი საქმე პირნათლად შეასრულა.“

„კარიმ ბენზემას მოედნიდან გაყვანა მხოლოდ ტაქტიკური გადაადგილება იყო. ფრანგმა ფეხბურთელმა საკუთარი საქმე ბრწყინვალე გააკეთა.“ dle 10.1

  • Hala
  • 1 ოქტომბერი 2015
  • 4220
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)