რონალდუ: "პატივია, როცა მსოფლიოს უდიდეს კლუბში რეკორდს ამყარებ"

გუშინდელ მატჩში მოხსნილი რეკორდის შემდეგ კრიშტიანო რონალდუ ჟურნალისტების წინაშე წარსდგა


"ეს ისაა, რაც მე მინდოდა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, გუნდმა მოიგო და ჯგუფში ვლიდერობთ. ეს ადვილი არ არის. როცა პირველად მოვირგე "მადრიდის რეალის" მაისური, ვფიქრობდი, რომ ერთ დღესაც საუკეთესო ბომბარდირი გავხდებოდი. ეს განსაკუთრებული მომენტია, მაგრამ მე კიდევ მინდა გოლების გატანა."

რეკორდები

"ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა. როცა აქ მოვედი, ვთქვი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი ამ კლუბისთვის და ამ მაისურისთვის, სწორედ ამას ვაკეთებ ეხლა. ჩემს მიზნებს კარგად გაწერილი გეგმის წყალობით ვუახლოვდები და ვეხმარები კლუბს მოგებაში. მინდა კიდევ უფრო მეტი რეკორდის დამყარება."

რაული

"ისაა ადამიანი, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ. მან თამაშის შემდეგ შეტყობინება გამომიგზავნა და მომილოცა. გახარებული ვარ და ვიცი, რომ რაულიც გახარებულია, ვინაიდან მან გულწრფელად მითხრა, რომ მისი რეკორდის მოხსნა ბრწყინვალე შედეგი იყო."

პსჟ

"ძალიან ძლიერი გუნდია და ძალიან კარგად თამაშობენ. ისინი ჩემპიონთა ლიგის მოგების კანდიდატები არიან და ძალზედ რთული შეხვედრა გველის წინ, მაგრამ ჩვენ მათ დასახვედრად მზად ვართ. საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ, ვინაიდან ეს ერთადერთი გზაა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად."

"გუნდმა კარგად ითამაშა და ძალიან ბევრი მომენტი შექმნა. როცა მეტოქე უკან არის დაწეული და მომენტს ელოდება დარტყმისთვის, ძალიან ძნელია თამაში, მაგრამ ვაკონტროლებდით მატჩს. ექვსი ქულა გვაქვს და ჯგუფში პირველ ადგილზე ვართ, შესაბამისად ყველაფერი კარგად მიდის."

მისი პირველი გოლი

კრიშტიანომ პირველი გოლი სადებიუტო მატჩში 2009 წლის 29 აგვისტოს გაიტანა, როცა "დეპორტივოსთან" 3:2 ანგარიშით მოიგო "მადრიდის რეალმა" სანტიაგო ბერნაბეუზე. მას შემდეგ, პორტუგალიელი ვარსკვლავი აგრძელებს გოლების გატანას და ის უკვე კლუბის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორია თავის მე-7 სეზონში. მისი გოლების რაოდენობა სეზონების მიხედვით ასე გამოიყურება: 33 გოლი (2009/10), 54 გოლი (2010/11), 60 გოლი (2011/12), 55 გოლი (2012/13), 51გოლი (2013/14), 61 გოლი (2014/15) და 10 გოლი (2015/16)

ჩემპიონთა ლიგის რეკორდი

მისმა დუბლმა "მალმოს" წინააღმდეგ დაამხო ასევე რაულის რეკორდი, რომელსაც 66 გოლი ჰქონდა ევროსარბიელზე გატანილი "რეალის" რიგებში. პორტუგალიელი თავდამსხმელი ამჟამად 67 გატანილი გოლით პირველ ადგილს იკავებს "რეალის" ისტორიაში.

წყარო: RealMadrid.com dle 10.1

  • shvela
  • 1 ოქტომბერი 2015
  • 6610
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)