ბენიტესი:„როდესაც „რეალი“ ხარ, მუდამ უნდა მოიგო“

რაფაელ ბენიტესმა წინასამატჩო პრეს-კონფერენცია გამართა და საინტერესო კომენტარები გააკეთა...


„მე ვარ მადრიდის „რეალის“ მწვრთნელი, რომელსაც სულ მოგებას სთხოვენ, ვინაიდან ეს არის უმდიდრესი ისტორიის მქონე კლუბი. ყველა თამაშის უმაღლეს დონეზე ჩატარება და წარმატება აუცილებელია. ჩემპიონთა ლიგაზე ყველა შეხვედრას მნიშვნელობა აქვს. იმედი მაქვს, 3 ქულას მოვიპოვებთ და სამშობლოში გამარჯვებულები დავბრუნდებით.“

„კრიშტიანო რონალდუს თამაშით კმაყოფილი ვარ, ის გუნდური ინტერესებით მოქმედებს და ეს უმთავრესია. რონი უდიდეს ყურადღებას იქცევს, მინიმუმ 2 ფეხბურთელს ერთად ებრძვის, რაც დამატებით სივრცეებს ქმნის. თავდასხმა შესანიშნავი გვყავს.“

„როტაცია აუცილებელია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამის საშუალება არსებობს. „რეალში“ მუდამ წარმატებას გთხოვენ, ამიტომ ყურადღება არ უნდა მოადუნო. საბედნიეროდ, არსებობს შესაბამისი რესურსი და ფეხბურთელებს ერთმანეთის ჩანაცვლება შეუძლიათ.“

„რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, მე არ მსურს რისკი, აქედან გამომდინარე ისინი განაცხადს მიღმა დარჩნენ. მომდევნო შეხვედრებში კოლექტივი შედარებით შეივსება.“

„ხესეს დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა, ამიტომ ის განაცხადშია და მოედანზე გასვლის შანსი აქვს.“

„პრობლემებია როგორც თავდასხმაში, ასევე დაცვაში, ვინაიდან წამყვანი ფიგურები გვაკლია, მაგრამ გუნდი ბალანსის შენარჩუნებასა და ხარისხიანი ფეხბურთის თამაშს ეცდება.“

„ლა ლიგის წინა ტურში ქულები დავკარგეთ, რადგან ბოლო წუთებზე ავნერვიულდით. ეს იყო მომენტი, როდესაც ყველაზე დიდი კონცენტრაცია უნდა მოგვეხდინა, მაგრამ პირიქით მოვიქეცით. მობილიზება დღევანდელ ფეხბურთში უმთავრესია. კრიშტიანოს და კარიმს ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მეტოქეს გაუმართლა, თუმცა ჩვენ მხოლოდ პორტუგალიელს და ფრანგს არ უნდა დავეყრდნოთ.“

„ამ ეტაპზე დაცვითი პრობლემები გაცილებით დიდია, ვიდრე შეტევითი. წინ რამდენიმე მაღალი კლასის მოთამაშეა, ვისაც გამწვავება შეუძლია, მაგრამ დაცვაში რესურსი ამოწურულია. სერხიო რამოსისა და პეპეს ტრავმებმა პრობლემები შექმნა. ახლა რომ რომელიმე უკანახაზელმა ტრავმა მიიღოს რთული ამოცანის წინაშე დავდგებით.“

„შეტევების შექმნის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ აუცილებელია რეალიზაცია. ამასთანავე აუცილებელია დაცვის ყურადღებით თამაში, რათა კონტრ-შეტევები და სიტუაციის გამწვავება თავიდან იქნეს აცილებული.“

„4-4-2 საკმაოდ კარგი სისტემაა, რომელსაც „ნაპოლიში“ მუშაობის დროს ვიყენებდი, მაგრამ მადრიდში ხშირად მჭირდება ცვლილებები, ვინაიდან აქ სხვა ფილოსოფიაა.“

„თავდამსხმელის უპირველესი მოვალეობა სახიფათო მომენტის შექმნა და გოლის გატანაა, მაგრამ მან ასევე უნდა მოირგოს ნახევარმცველისა და მცველის როლი. როდესაც გუნდს სჭირდება, თავდასხმა დაცვას უნდა დაეხმაროს, შეტევაში პრობლემის შემთხვევაში კი დაცვა წინ მიდის.“

„ლუკა მოდრიჩის ტრავმის გამო, ტონი კროოსი ფაქტობრივად, შეუცვლელი იყო. გუნდი იძულებული გახდა, რომ ტონის დაყრდნობოდა. შარშან გერმანელი ძალიან დაიღალა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ის იყო პირველი სეზონი და მან ადაპტირება კარგად შეძლო. თითოეული ფეხბურთელის ფიზიკური მონაცემები კარგად ვიცი, აქედან გამომდინარე მასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს.

„რამდენიმე ბრაზილიელი მყავს. მარსელოს შეტევაში ჩართვა ძალიან უყვარს, დანილოს და კაზემიროს კი სხვადასხვა მითითებას ვაძლევ, ეს ყველაფერი გუნდი საჭიროებებიდან გამომდინარეა.“

„არაერთი მეთოდი მაქვს. მთავარია გუნდმა ბალანსი არ დაკარგოს და მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე იდგეს. იქნება პაექრობები, სადაც მუდამ შეტევაში ვიქნებით, ასევე იქნება მატჩები, სადაც ხშირად გავაკეთებ ორიენტაციას სწრაფ კონტრ-შეტევაზე. ბევრი მიმართულება არსებობს, მთავარია სწორი გათვლა და ტაქტიკური მონახაზი.“ dle 10.1

  • Hala
  • 30 სექტემბერი 2015
  • 4357
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)